თბილისის საქალაქო სასამართლო განჩინება- კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ(მოვალე შპს "გუდვილი")

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/13628-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე№2/13628-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2013 წლი 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებელი  - მოვალე შპს ,,გუდვილი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 206343991)

წარმომადგენელი - გიორგი შევარდნაძე (დირექტორი)

   

მეურვე - აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი - ვასილ ხაჭაპურიძე

 

მოთხოვნა -  კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის  ვასილ ხაჭაპურიძის განცხადება კრედიტორთა კრების გადადების შესახებ და

 

გამოარკვია :

 

2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას  განცხადებით  მომართა  მოვალე  შპს ,,გუდვილის’’  დირექტორმა  გიორგი შევარდნაძემ  და მოითხოვა შპს ,,გუდვილის’’  მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან  შპს ,,გუდვილს’’  არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით განცხადება მიღებული იქნა სასამართლოს წარმოებაში, მეურვედ დაინიშნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), კრედიტორთა პირველი კრება მოწვეული იქნა  2013 წლის 6 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 24 ოქტომბერს განცხადებით მომართა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ვასილ ხაჭაპურიძემ და მოითხოვა კრედიტორთა პირველი კრების გადადება სხვა დროისათვის, იმ საფუძვლით, რომ შპს ,,გუდვილსა’’ და შპს ,,მარშეს’’ კრედიტორებს წარდგენილი აქვთ მოთხოვნები ორივე გადახდისუუნარობის საქმეზე, კრედიტორთა პირველი კრება კი ორი სხვადასხვა საწარმოს მიმართ დანიშნულია ერთი და იგივე დროს, შესაბამისად როგორც მეურვე, ისე კრედიტორები, ვერ შესძლებენ გამოცხადდნენ ორივე საქმეზე ერთდროულად.

 

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ მოთხოვნა საფუძვლიანია და  უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით კრედიტორთა კრება იმართება გადახდისუუნარობის საქმის განმხილველ სასამართლოში. კრედიტორთა კრებას ამზადებს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს მეურვე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, ხოლო გაკოტრების ან რეაბილიტაციის პერიოდში – გაკოტრების/რეაბილიტაციის მმართველი. კრედიტორთა კრებას უძღვება მოსამართლე. კრედიტორთა კრების მოწვევისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ კანონით.

 

ამავე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

     

d a a d g i n a :  

 

1. კრედიტორთა კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 13 ნოემბერს 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1  შემდეგი დღის წესრიგით: 

 

1.1.  შპს ,,გუდვილის’’  მიმართ კრედიტორთა მიერ წარმოდგენილი მოთხოვნების აღიარების შესახებ;

 

1.2. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ;

 

2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;

 

3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზეwww.tcc.gov.ge.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

 

მოსამართლე                                     თამარ ჭუნიაშვილი