ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 |
|
2013 წლის 7 ნოემბერი ქ. ხონი |
|
რეაგირების გეგმა
გეგმის მიზანია ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და ამ სიტუაციებით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების უზრუნველყოფა, მუნიციპალიტეტში შემავალი სამსახურებისა და არსებული სხვადასხვა იურიდიული თუ კერძო პირის საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში კოორდინაციის უზრუნველყოფა. გეგმის თანახმად უნდა შემუშავდეს ამ სისტემაში ჩართული სუბიექტების საგანგებო სიტუაციებზე სამოქმედო გეგმები, რაც გაადვილებს ერთიან მართვას მუნიციპალიტეტის მასშტაბით და ხელს შეუწყობს რეგიონულ დონეზე საგანგებო სიტუაციების მართვას.
ადმინისტრაციული ცენტრი: ქ. ხონი, ფართობი 428,5 კვ.კმ; კლიმატი - ნოტიო, სუბტროპიკული ზონა; წყლის ძირითადი არტერიები-მდინარეები, წყაროს წყლები და ჭები; ქალაქი - 1; თემი - 9; სოფელი - 2; მანძილი თბილისამდე - 264 კმ; უახლოესი პორტი ქ. ფოთი, მანძილი -75 კმ; უახლოესი რკინიგზის სადგური ქ. სამტრედია, მანძილი -19 კმ; უახლოესი აეროპორტი კოპიტნარი, მანძილი - 22 კმ; ქალაქის მოსახლეობა - 11 323; თემებისა და სოფლების მოსახლეობა - 20 435; სულ დევნილთა ჩათვლით - 31 757; მათ შორის ქალი - 16 660 და კაცი - 15 097; 6 წლამდე ბავშვები - 3 275; ტყის ფართობი - 20 000 ჰა; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულების ფართობი - 18 042 ჰა; მათ შორის სახნავი - 7 543 ჰა, მრავალწლიანი ნარგავები - 2 728,4 ჰა; სათიბი - 104 ჰა და საძოვარი - 7 666 ჰა.
ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა შემდეგი რისკები: მეწყერი, წყალდიდობა, ღვარცოფი, ხანძარი, მიწისძვრა, გვალვა და ძლიერი ქარი (გრიგალი).
წარმოქმნილ საგანგებო სიტუაციებზე პირველადი მორეაგირე რაზმები ვალდებული არიან მუდმივ კავშირზე იმყოფებოდნენ ხონის მუნიციპალიტეტის სამდივნოსთან და სამორიგეოსთან, შესაძლო ძალთა მობილიზაციისა და ესკალაციის გართულების აცილების მიზნით. არსებული საკითხის ერთ სისტემაში მოქცევის მიზნით საჭიროა პირველადი მორეაგირე ძალების ერთიანი ეთერი (სიხშირე) და ერთიანი საგანგებო ზარი, რომლითაც ისარგებლებს მოსახლეობა და ოპერატიულს გახდის პირველად რეაგირებას.
იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა რამდენიმე სახვადასხვა მორეაგირე ჯგუფის ჩართვა სალიკვიდაციო სამუშაოებში (მიუხედავად ავარიის ხასიათისა) დაუყოვნებლივ იკრიბება საგანგებო შტაბი.
შტაბი იკრიბება მინიმუმ წელიწადში ორჯერ, საგანგებო სიტუაციის წარმოქმნისას დაუყოვნებლივ.
შტაბის შეკრების მიზანია:
- მუნიციპალიტეტის მასშტაბით განიხილოს სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების არსებული მდგომარეობა, მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების პრევენციის, რეაგირების რაციონალური წინადადებები;
- შეიმუშაოს სპეციალური პროგრამები მათი გადაჭრის მიზნით;
- უზრუნველყოს მოსალოდნელ საგაგანგებო სიტუაციებში უსაფრთხოება;
- საგანგებო სიტუაციების საკითხებში ფინანსური რეზერვების პრიორიტეტულობის გამოყოფის საკითხების განხილვა.
შტაბის წევრები კომპლექტდება რეაგირების გეგმის ფუნქციებიდან გამომდინარე. შტაბის ხელმძღვანელს შეუძლია დაამატოს წევრი თავისივე შეხედულებით.
შტაბის წევრების საქმიანობა არ ნაზღაურდება ბიუჯეტიდან.
საგანგებო შტაბი მოქმედებს რეაგირების გეგმის ფუნქციების მიხედვით და იღებს გადაწყვეტილებებს მოსალოდნელ ან შექმნილ სიტუაციებზე, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე დახმარების ჩარევამდე, ე. ი. მანამ სანამდე რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე არსებულ საკითხებში ჩართვა იქნება საჭირო, შემდგომ მოქმედების მართვა რჩება იგივე, ხოლო გადაწყვეტილების მიღება და ხელმძღვანელობა ხორციელდება ეროვნული რეაგირების მიხედვით.
შტაბის შეკრებას ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელი, შტაბის დაკომპლექტება ხორციელდება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმის ფუნქციების გათვალისწინებით. შტაბს ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად უფლებამოსილი ორგანოს ხელმძღვანელი, რომელიც გეგმის მიხედვით კოორდინაციას უწევს ადგილობრივ ძალებსა და საშუალებებს, კავშირზეა შსს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ოპერატიულ მორიგესთან.
საგანგებო სიტუაციების პრევენცია და ლიკვიდაციის ღონისძიებები ხორციელდება 9 ძირითადი ფუნქციის ამოქმედებით, თითოეული ფუნქციის კოორდინაციას ახდენს ძირითადი ორგანო დამხმარე ორგანოს მხარდაჭერით.
საგანგებო დახმარების ფუნქციები
|