ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №20 |
|
2013 წლის 7 ნოემბერი დ. ასპინძა |
|
სამსახურის დებულება
1. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის, რეზერვისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამისილებების განხორციელებას.
2. სამსახური საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, ხოლო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები – საკრებულოს მიერ.
1. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური მოიცავს
ა) რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილებას.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი (სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი), რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების 21-ე მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების უფროსი ან ერთ-ერთი მოხელე.
3. განყოფილება შედგება მოხელეებისაგან, რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და მოხელეთა სამუშაოთა აღწერილობით.
4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას, კერძოდ:
ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში:
– წვევამდელთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, მათ სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, ახალგაზრდობასთან პატრიოტულ-აღმზრდელობით საქმიანობას, სასწავლო დაწესებულებებებში დაწყებითი სამხედრო მომზადების საკითხზე, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ზედამხედველობის განხორციელებას;
– გამწვევი კომისიების მუშაობის ორგანიზებას, გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფას;
– სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის წესების დარღვევების თითოეულ ფაქტზე მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში რეაგირებას.
2. რეზერვისა და მობილიზაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
– რეზერვისტთა აღრიცხვისა და მობილიზაციის საკითხების მომზადებას;
– სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზებას;
– აქტიური, ინდივიდუალური და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევას, მოზიდვას და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნას, რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზებას;
– ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვასა და მუშაობის ორგანიზებას.
3. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს განსაზღვრავს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა შეიძლება კანონით დადგენილი წესით.
ეს დებულება ძალაშია მისი გამოქვეყნების დღიდან.