📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 2 აქტს

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.11.2013
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №40
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.148.016169
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 389 სიტყვა · ~2 წთ
📜 ცვლილებების ისტორია (2)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ                     გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №40 2013 წლის 8 ნოემბერი ქ. გორი გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება; ბ) არანაკლებ ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი; გ.გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); დ) საოფისე პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი. მუხლი 2🔗 გამგებლის და გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) საბიუჯეტო კოდექსი; ბ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი. მუხლი 3🔗 იურიდიული სამსახურის უფროსისა და იურიდიული სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: ა) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ბ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; გ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. მუხლი 4🔗 გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა საბიუჯეტო კოდექსის ცოდნა. მუხლი 5🔗 გამგეობის შესყიდვების სამსახურის უფროსის და გამგეობის შესყიდვების სამსახურის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ ვრცელდება გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის წამყვან სპეციალისტებზე, უფროს სპეციალისტებზე და სპეციალისტებზე. მუხლი 7🔗 გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს N12 დადგენილების ცოდნა. მუხლი 8🔗 საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის N4 დადგენილების ცოდნა. მუხლი 9🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 30 მარტის №17 დადგენილება; ბ) „გორის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 12 ნოემბრის №47 დადგენილება. მუხლი 10🔗 ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე