თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.11.2013 ძალადაკარგული 23.09.2014
ნომერი
№36
სარეგისტრაციო კოდი
010320040.35.132.016187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

თვითმმართველი ქალაქი  ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №36

2013 წლის 11 ნოემბერი

ქ. ბათუმი


 

თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამა­ტებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჩავლეიშვილი



დანართი
   
თვითმმართველი ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის

 საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები


მუხლი 1. საერთო მოთხოვნები
 

თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკარებულოს აპარატის (შემდგომში - საკრებულოს აპარატი) ნებისმიერ თანამდე­ბობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) ქ. ბათუმის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი);

ე) ქ. ბათუმის საკრებულოს აპარატის დებულება.


მუხლი 2. საკრებულოს აპარატის უფროსი:
ა) უმაღლესი  განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი  გამოც­დი­ლება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი)

დ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 3. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების უფროსი:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში იურიდიული საქმიანობის არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი.

ე) საქართველოს შრომის კოდექსი;

ვ) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ საქართველოს კანონი;

თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა


მუხლი 4. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (I კატეგორია) სამართლებრივი აქტების გაფორმების საკითხებში:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონი.

დ) საქართველოს კანონი „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“;

ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (მე-2, მე-3 და მე-4 თავი);

ვ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ზ) ნორმატიული აქტების ელექტრონული საქმისწარმოების  ცოდნა;

თ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.


მუხლი 5. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი   (I კატეგორია)  ოქმების წარმოების საკითხებში:
ა) უმაღლესი ქართული ფილოლოგიური განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 6. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (I კატეგორია) მიწის აღიარების საკითხებში:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონი;

დ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესი;

ე) საჯარო რეესტრის ბაზაში (ციფრული რუკები, ამონაწერები, საკადასტრო გეგმები) მუშაოების ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 7. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (II კატეგორია) სასამართლო წარმომადგენლობის საკითხებში:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში სასამართლო წარმომადგენლად საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

ე) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

ვ) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 8. საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი   (II კატეგორია)  განცხადებებსა და კორესპონდენციებზე მუშაობის  საკითხებში:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში  საქმიანობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ე) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 9. საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის  განყოფილების უფროსი:
ა) უმაღლესი  განათლება  ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის  სფეროში;

 ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშა­ობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, 37-40 მუხ­ლები);

დ) სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ საქართველოს კანონი;

ე) საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწ­ყობის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 10. საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) დოკუმენტების თარგმნისა და საპროტოკოლო ღონისძიებების საკითხებში:
ა) უმაღლესი განათლება ინგლისური ენის განხრით;

ბ) ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშა­ობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (თავი III, 37-40 მუხლები);

დ) საქართველოში საპროტოკოლო ღონისძიებათა მოწყობის წესის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის №386 ბრძანებულება;

ე) ინგლისური ენის ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 11. საკრებულოს აპარატის მასმედიასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (III კატეგორია) კომპიუტერიული ტექნიკისა და ინტერნეტ ქსელის მუშაობის საკითხებში:
ა) უმაღლესი  განათლება:

ბ)  საჯარო სამსახურში შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

გ) ვებგვერდის შექმნისა და ინტერნეტში განთავსების ცოდნა;

დ) ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა-აღმოფხვრის ცოდნა;

ე) სხდომების აუდიო-ვიდეო ჩანაწერების წარმოების, შენახვისა და დაარქივების ცოდნა;

ვ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point,) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 12. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსი:
ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში საფინანსო-საბუღალტრო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

დ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი;

ე) „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) საქართველოს შრომის კოდექსი;

ზ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ი) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 13. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) შესყიდვების საკითხებში:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  საჯარო სამსახურში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი;

დ) ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება;

ე) ,,შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ’’  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბერის №7 ბრძანება;

ვ) ,,შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვალის №2 ბრძანება;

ზ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 14.  საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  განყოფილების მთავარი სპეციალისტი (I კატეგორია) მატერიალური მომარაგების საკითხებში:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 15. საკრებულოს აპარატის ბუღალტრული აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის  განყოფილების მთავარი სპეციალისტი  (II კატეგორია) სატრანსპორტო უზრუნველყოფის საკითხებში:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენ­ტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების ცოდნა.

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 16. საკრებულოს აპარატის  ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების უფროსი:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) საქართველოს შრომის კოდექსი;

დ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ე)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 17. საკრებულოს აპარატის  ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) კორესპონდენციების აღრიცხვის საკითხებში:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება;

გ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

დ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 18. საკრებულოს აპარატის  ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია) მოქალაქეთა მიღების საკითხებში:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

გ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 19. საკრებულოს აპარატის  ოფიციალური კორესპონდენციის, მოქალაქეთა განცხადებებისა და კადრების აღრიცხვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (III კატეგორია) (კურიერი):
ა) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება;

ბ)  ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების - MS office Word და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 20. საკრებულოს თავმჯდომარის  სამდივნოს (განყოფილება) უფროსი:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 21. საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოს (განყოფილება) მთავარი სპეციალისტი  (III კატეგორია) მდივან-რეფერენტი
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 22. საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 23. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანაშემწე  მთავარი სპეციალისტი (II კატეგორია):
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 24. საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი განათლების, კულტურისა და შემოქმედებით ინტელიგენციასთან მუშაობის სფეროში:
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ) ერთ-ერთი უცხო ენის ცოდნა;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.


მუხლი 25. საკრებულოს კომისიების მთავარი სპეციალისტები ( I კატეგორია და ოთხი II კატეგორია):
ა)  უმაღლესი განათლება;

ბ)  საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 1 წლის  გამოცდილება;

გ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word და Internet-ის) სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.