📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 14.11.2013
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №81-უ.ს.შ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010320040.31.056.016038
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,685 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.11.2013 მიღება
01.07.2017 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (3)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს თანდართული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2010 წლის 29 იანვრის №68 დადგენილება - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე ჩაქვი, 14 ნოემბერი 2013 წ. N81-უ.ს.შ.ს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები თავი I აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) მოხელეთათვის დაწესებული ზოგადი მოთხოვნები მუხლი 1🔗. აპარატის ყველა მოხელეს მოეთხოვება 1. შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს კონსტიტუციური კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავი; ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსის შესახებ“; ზ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი; თ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულება. 2. შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულების ცოდნა; 3. კომპიუტერის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; 4. უმაღლესი განათლება. თავი II აპარატის ადმინისტრაცია მუხლი 2🔗. აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული ან ეკონომიკური). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 3🔗. აპარატის უფროსის მოადგილე 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“. მუხლი 4🔗. მთავარი სპეციალისტი  (ქსელის ადმინისტრატორი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. კომპიუტერის ცოდნა (პროფესიონალურ დონეზე). თავი III აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი მუხლი 5🔗. კაბინეტის  უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4  წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ ცოდნა. 3. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 6🔗. მთავარი სპეციალისტი (მდივანი) საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. მუხლი 7🔗. წამყვანი სპეციალისტი (პროტოკოლისტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. 3. უცხო ენის ცოდნა. თავი IV აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის  მოადგილის სამდივნო მუხლი 8🔗. სამდივნოს უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და  სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ ცოდნა. თავი V აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის აპარატი მუხლი 9🔗. კომისიის აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული, ეკონომიკური, აგრარული, ეკოლოგიური ან ბიოლოგიური). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4  წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების  შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”. 4. აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 10🔗. მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების  შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“. 3. აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 11🔗. წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და თვითმმართველობის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. მუხლი 12🔗. უფროსი სპეციალისტი (მდივან-რეფერენტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი VI ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატი მუხლი 13🔗. კომისიის აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპის კონვენცია“; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“. 4. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 14🔗. მთავარი სპეციალისტი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა)  ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია; ბ) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“. 4. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 15🔗. წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. მუხლი 16🔗. უფროსი სპეციალისტი (მდივან-რეფერენტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი VII განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის აპარატი მუხლი 17🔗. კომისიის აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (დასაკავებელი (დაკავებული) თანამდებობის შესაბამისი). 2. საჯარო სამსახურში ან/და შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 4 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“. 4. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 18🔗. მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „სპორტის შესახებ“. 3. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 19🔗. წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. მუხლი 20🔗. უფროსი სპეციალისტი (მდივან-რეფერენტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი VIII საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის აპარატი მუხლი 21🔗. კომისიის აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და შესაბამისი სპეციალობოთ მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“. 4. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 22🔗. მთავარი სპეციალისტი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“. 4. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 23🔗. წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.      2. საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა.      3. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 24🔗. უფროსი სპეციალისტი (მდივან-რეფერენტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.     2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი IX საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის აპარატი მუხლი 25🔗. კომისიის აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან საფინანსო). 2. პროფესიით მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“. 4. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 26🔗. მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“. 3. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 27🔗. წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“. 3. საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. მუხლი 28🔗. უფროსი სპეციალისტი (მდივან-რეფერენტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.     2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი X ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის აპარატი მუხლი 29🔗. კომისიის აპარატის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (სამედიცინო, ბიოლოგიური ან სოციალური). 2. საჯარო სამსახურში ან/და შესაბამისი სპეციალობით მუშაობის 4 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“. 4. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 5. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 30🔗. მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“; გ) საქართველოს კანონი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“; დ) საქართველოს კანონი „სოციალური დახმარების შესახებ“. 3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 31🔗. წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი.     2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის დებულების ცოდნა. მუხლი 32🔗. უფროსი სპეციალისტი (მდივან-რეფერენტი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი XI საორგანიზაციო და საქმისწარმოების დეპარტამენტი მუხლი 33🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 2. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 34🔗. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 2. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 35🔗. საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. მუხლი 36🔗. საორგანიზაციო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. მუხლი 37🔗. საორგანიზაციო განყოფილების უფროსი სპეციალისტი (სტენოგრაფისტი) საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. მუხლი 38🔗. საქმისწარმოების განყოფილების უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 2. საქართველოს კანონის „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ ცოდნა. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 39🔗. საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი.     2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. მუხლი 40🔗. საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი (არქივარიუსი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2  წლის სტაჟი.     2. საქართველოს კანონის „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ ცოდნა. მუხლი 41🔗. საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი.     2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. მუხლი 42🔗. საქმისწარმოების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. მუხლი 43🔗. საქმისწარმოების განყოფილების უფროსი სპეციალისტი (სტილისტ-რედაქტორი) საჯარო სამსახურშიან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. თავი XII იურიდიული და საკადრო საკითხთა დეპარტამენტი მუხლი 44🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“; დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 45🔗. იურიდიული  განყოფილების უფროსი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“; გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 46🔗. იურიდიული  განყოფილების მთავარი სპეციალისტი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“. მუხლი 47🔗. იურიდიული  განყოფილების წამყვანი სპეციალისტი 1. უმაღლესი განათლება (იურიდიული). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1  წლის სტაჟი. 3. საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ცოდნა. 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. მუხლი 48🔗. საკადრო  საკითხთა  განყოფილების უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 49🔗. საკადრო  საკითხთა   განყოფილების წამყვანი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1  წლის სტაჟი. 2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცოდნა. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი XIII პრესსამსახური მუხლი 50🔗. პრესსამსახურის  უფროსი 1. უმაღლესი განათლება (ჟურნალისტი). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 3. საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ცოდნა. მუხლი 51🔗. პრესსამსახურის  უფროსი სპეციალისტი 1. უმაღლესი განათლება (ჟურნალისტი). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 3. საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ცოდნა. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 52🔗. პრესსამსახურის  უფროსი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ ცოდნა. მუხლი 53🔗. პრესსამსახურის  უფროსი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი XIV საერთო დეპარტამენტი (საფინანსო, სამეურნეო და სატრანსპორტო უზრუნველყოფა) მუხლი 54🔗. დეპარტამენტის უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; გ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი. 3. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 55🔗. საფინანსო  განყოფილების უფროსი 1. უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსური). 2. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; გ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი. 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 56🔗. საფინანსო  განყოფილების მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი.     2. ნორმატიული აქტების ცოდნა:     ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“;   ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი.     3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. მუხლი 57🔗. სამეურნეო უზრუნველყოფის  განყოფილების უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი. 3. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 58🔗. სამეურნეო  უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი. მუხლი 59🔗. სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი  სპეციალისტი (აღმრიცხველი) 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. მუხლი 60🔗. სამეურნეო უზრუნველყოფის განყოფილების  სპეციალისტი საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1 წლის სტაჟი. მუხლი 61🔗. სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი. 3. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 62🔗. სატრანსპორტო საშუალებათა მართვისა და ექსპლუატაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; ბ) გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი. 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა. თავი XV უმაღლესი საბჭოს ბუღალტერია მუხლი 63🔗. მთავარი ბუღალტერი 1. უმაღლესი განათლება (ეკონომიკური, საბუღალტრო ან საფინანსო). 2. ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი. 3. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ბ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცია  (დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით); გ) საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია (დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით). 4. უცხო ენის ცოდნა. მუხლი 64🔗. ბუღალტერიის მთავარი სპეციალისტი 1. საჯარო სამსახურში ან/და სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2 წლის სტაჟი. 2. ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“; ბ) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ ინსტრუქცია (დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით); გ) საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაცია (დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით). 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საქმისწარმოების ინსტრუქციის ცოდნა.