საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 1, 24/01/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №25

2007  წლის  24 იანვარი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის შესახებ

1. ,,საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ”  საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოებსა და ჰოლანდიის სასამართლოში  საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და დასაფინანსებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გამოუყოს შესაბამისი თანხა.

2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) უზრუნველყოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პირველ პუნქტში აღნიშნულ განაცხადში მითითებული თანხის გამოყოფის დასასაბუთებლად საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინფორმაციის წარმოდგენა.

3. განკარგულების შესრულებას კონტროლი გაუწიოს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ.

4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი