საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№546
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 25/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№546

2008 წლის 25 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (ნ. გვარამია) რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში საქართველოს ინტერესების დასაცავად იურიდიული მომსახურების შესყიდვა განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ნ. გილაური) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესასრულებლად შესაძლოდ მოკლე ვადებში უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 (ოთხასი ათასი) ევროს გამოყოფა.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                     ვ. გურგენიძე