გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
| (ძალადაკარგულია - 24.07.14 №32) |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2013 წლის 15 ნოემბერი ქ. გურჯაანი |
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის
სამსახურის დებულება
2. სამსახური არის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ფინანსური მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესის გაუმჯობესებას, დაწესებულების მიზნების მიღწევასა და ამოცანების შესრულებას.
3.სამსახური მოქმედებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და გამგებლის ცალკეული დავალებების შესაბამისად.
4. შიდა აუდიტის სუბიექტი ფუნქციურად დამოუკიდებელია გამგეობის სხვა სტრუქტურული ერთეულებისაგან, შიდა აუდიტის დაგეგმვის, განხორციელებისა და ანგარიშგების პროცესში.
5. შიდა აუდიტორი თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და მოქმედებს შიდა აუდიტის სტანდარტების, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის, შიდა აუდიტის სუბიექტის დებულების, საქართველოს კანონმდებლობისა და შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით: დამოუკიდებლობა, კეთილსინდისიერება, ობიექტურობა, პროფესიონალიზმი, კონფიდენციალურობა, კანონიერება, გამჭვირვალობა.
6. გამგებელი უზრუნველყოფს შიდა აუდიტორის ფუნქციურ დამოუკიდებლობას აუდიტის დაგეგმვის, განხორციელების, ანგარიშგებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
7. გამგებელი უზრუნველყოფს შეთანხმებულ რეკომენდაციებზე შესაბამის რეაგირებას.
8. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი სამსახურის სრული სახელწოდების აღნიშვნით.
9. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. გურჯაანი, ნონეშვილის №13.
ა) დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება;
ბ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
გ) დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი;
დ) დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
ვ) დაწესებულების აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
ზ) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
2. შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
ა) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა;
ბ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შიდა აუდიტორული შემოწმება;
გ) მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია, მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა, ანალიზი და მიზეზების აღმოფხვრის მიზნით გამგებლისათვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
დ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში და ტერიტორიულ ორგანოებში დისციპლინის, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვის კონტროლი.
ე) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ვ) გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების მიერ საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ზ) გამგეობის წინაშე არსებული ფინანსური რისკების დადგენა და შეფასება;
თ) გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში ფინანსების ხარჯვის კონტროლი და ეფექტიანობის შეფასება;
ი) გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი.
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს და ტერიტორიულ ორგანოებს მიმართოს წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) ჩაატაროს შიდა აუდიტი გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების ფუნქციებს მიკუთვნებულ საქმიანობასთან დაკავშირებით და მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია;
გ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების, ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;
დ) შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით, გამგებელს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ე) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. შიდა აუდიტის ობიექტის თანამშრომლები ვალდებული არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან თავიანთი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციის თაობაზე არსებული მონაცემთა ბაზებისა და დოკუმენტების ხელმისაწვდომობა ან/და ქმედებების განხორციელება.
ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ) ჩაატაროს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით გამგებლის მიერ გამოცემული ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე;
გ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, სტრატეგიული გეგმა, ასევე უფლება - მოვალეობათა ნუსხა;
დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) გამგებელს წარუდგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ;
ვ) საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყოს შიდა აუდიტორული შემოწმება საკრებულოს მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში;
ზ)შეასრულოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მოვალეობები;
თ) დაწესებულების ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტორული შემოწმების შედეგები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე .
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინირებას, უნაწილებს მათ ფუნქციებს, აძლევს მითითებებსა და დავალებებს;
ე) გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
თ) აკონტროლებს სამსახურის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ი) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
კ) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებებს.
2. მოსამსახურე პასუხისმგებელია გამგებლის, სამსახურის უფროსის წინაშე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე.
3. მოსამსახურე უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსის, აგრეთვე თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას.
4. სამსახურის მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.