ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №12 |
|
2013 წლის 15 ნოემბერი ქ. ბათუმი |
|
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
2. სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და საქმიანობას წარმართავს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. დაუშვებელია მის საქმიანობაში ჩარევა ან ამ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ანგარიშის მოთხოვნა, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით.
ა) საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლისა და რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით მუნიციპალიტეტის საქმიანობის სრულყოფა, დაწესებულების წინაშე არსებული რისკების დადგენა და მათი მართვის ხარისხის შეფასება, ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება, დაწესებულების საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება/მონიტორინგი, დაწესებულების საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობის და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება, ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება, სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს დაწესებულების საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამ კანონის მიზნებს და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს;
ბ) შიდა აუდიტის სუბიექტის მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესწავლისა და ანალიზის საგანი შესაძლებელია იყოს დაწესებულების სისტემაში მიმდინარე ყველა პროცესი და საქმიანობის სფერო.
ა) საკრებულოს/გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოებისა და დაქვემდებარებული სხვა დაწესებულებების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი;
ბ) გამგეობის წინაშე არსებული რისკების დადგენა და შეფასება;
გ) ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
დ) გამგეობის ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ე) გამგეობის სისტემაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენცია ან/და მათი რისკფაქტორების გამოვლენა და ანალიზი;
ვ) გამგეობის სისტემაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლი, მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა;
ზ) გამგეობის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, შემოწმების შედეგების შესახებ ანგარიშის შედგენა და გამგებლისათვის წარდგენა;
თ) გამგეობის მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ი) სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს გამგეობის საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და შიდა აუდიტორის დამოუკიდებლობის პრინციპებს.
ა) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების მოსამსახურეებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე სამსახურში (უფლებამოსილ მოსამსახურესთან) გამოცხადების ან/და ახსნა–განმარტების მიცემის თაობაზე;
ბ) შიდა აუდიტის პროცესში მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა), შიდა აუდიტის ობიექტს მოსთხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა. ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის ობიექტისათვის მიცემული რეკომენდაციების შესრულებაზე;
გ) შიდა აუდიტის წარმოებისას, განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს გამგეობის სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;
დ) შიდა აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით უფლებამოსილ თანამდებობის პირს წარუდგინოს წინადადება გადაცდომის ჩამდენი პირის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების შესახებ;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს და განიხილოს იურიდიულ და ფიზიკურ პირთა, ადმინისტრაციულ ორგანოთა, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა საჩივრები და განცხადებები;
ზ) განახორციელოს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები. შიდა აუდიტის სახელით აწარმოოს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებთან მიმოწერა.
2. შიდა აუდიტორს შიდა აუდიტის/ინსპექტირების განხორციელების ფარგლებში, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებისა, შეუზღუდავი დაშვება აქვს გამგეობის სისტემის ორგანოს ყველა საქმიანობასთან და დოკუმენტაციასთან, მხოლოდ შიდა აუდიტის პროგრამის წარდგენის შემთხვევაში.
3. გამგეობის სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეები/თანამშრომლები ვალდებულნი არიან ითანამშრომლონ შიდა აუდიტორებთან მათი საქმიანობის განხორციელების დროს და უზრუნველყონ მათი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და დოკუმენტის ხელმისაწვდომობა.
ა) დაიცვას აუდიტის სტანდარტები, შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი, შიდა აუდიტის მარეგულირებელი კანონმდებლობა, შიდა აუდიტის განხორციელების მეთოდოლოგია;
ბ) ჩაატაროს გამგეობის სისტემის მოსამსახურეთა/თანამშრომელთა საქმიანობის შემოწმება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში და დადგენილი წესით;
გ) შიდა აუდიტის დაწყებამდე შიდა აუდიტის ობიექტს წარუდგინოს შიდა აუდიტის განხორციელების შესახებ ადმინისტრაციული აქტი, შესაბამისი აუდიტის პროგრამა, ასევე უფლება–მოვალეობათა ნუსხა;
დ) უზრუნველყოს შიდა აუდიტის ობიექტის სახელმწიფო, სამსახურებრივი, კომერციული და პირადი საიდუმლოების დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ გაამჟღავნოს ის ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებისას ან მასთან დაკავშირებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გამომდინარეობს შემოწმების მიზნებიდან ან/და გათვალისწინებულია შესაბამისი კანონმდებლობით;
ე) შიდა აუდიტორული ანგარიშის შედგენამდე არ გახადოს საჯარო შიდა აუდიტის შედეგები;
ვ) წელიწადში ერთხელ (წლის ბოლოს) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგინოს წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგების შესახებ.
2. სამსახურის უფროსს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს დაკისრებული უფლება–მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
გ) ამზადებს და გამგებელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტის საქმიანობის სტრატეგიულ და წლიურ გეგმებს;
დ) ახორციელებს შიდა აუდიტორთა საქმიანობის კოორდინირებას და უნაწილებს მათ ფუნქციებს ცოდნისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს;
ე) წარუდგენს გამგებელს წინადადებებს მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე ათანხმებს მიმდინარე დავალებებს;
ვ) ახორციელებს მონიტორინგს შიდა აუდიტის წლიური გეგმის შესრულებაზე და შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე;
ზ) ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) პერიოდულად ისმენს სამსახურში შემავალ მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ლ) შუამდგომლობს სამსახურისათვის იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
მ) შუამდგომლობს სამსახურის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების შესახებ;
ნ) წარუდგენს გამგებელს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სამსახურის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.