„გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 3 აგვისტოს №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2013 წლის 19 ნოემბერი ქ. გორი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ“ ქვეპუნქტი:
„ჟ) შიდა აუდიტის და საფინანსო ზედამხედველობის სამსახური “.
ბ) დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:
,,17. შიდა აუდიტისა და საფინანსო ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა გორის თვითმმართველი ერთეულის ფინანსური საკითხების სისტემური, კომპლექსური შესწავლა, რისკის მართვის, კონტროლისა და მმართველობითი პროცესების შეფასების გზით გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვის და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ფინანსური პროცედურების სამართლებრივი, ტექნიკური და ფუნქციური ხარვეზების აღმოფხვრა და პრევენცია; საბიუჯეტო შემოსულობებზე, მოსაკრებლებზე,საიჯარო ვალდებულებების შესრულებაზე და გაწეული ხარჯების მიზნობრიობაზე ეფექტიანობის შეფასება, დაკვნების მომზადება, მათი ადმინისტრირება და ფინანსური ზედამხედველობა“.
|