აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.11.2013 ძალადაკარგული 07.11.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№8
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.102.016068
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (9 მუხლი)
 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2013 წლის 20 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) საკრებულოს მოხელეთათვის, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის  3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისათვის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისათვის და მთავარი სპეციალისტებისათვის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება,  წამყვანი სპეციალისტებისათვის და სპეციალისტებისათვის  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში მუშაობის 6 თვიანი  სამუშაო გამოცდილება;
ბ) საკრებულოს მოხელეთათვის, გამგებლის, გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსისათვის იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისათვის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისათვის და მთავარი სპეციალისტებისათვის იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება, წამყვანი სპეციალისტებისათვის და სპეციალისტებისათვის  იძულებით გადაადგილებულ პირებთან − დევნილებთან სამსახურებრივი ურთიერთობის არანაკლებ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია;
გ.დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები);
მუხლი 2
გამგეობის მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №6 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 3
საკრებულოს მოხელეთათვის, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ,,აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 დეკემბრის №3 დადგენილების ცოდნა.
მუხლი 4
გამგებლის,  გამგებლის მოადგილის და სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა  საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ინტერნეტის მოხმარების უნარი.
მუხლი 5
გამგებლის და  გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 
მუხლი 6
სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის  აკადემიური ხარისხი.
მუხლი 7
საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ტექნიკური განათლება.
მუხლი 8
გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის უფროსისათვის და მოხელეთათვის სავალდებულოა მეხანძრე-მაშველის სერტიფიკატი.
მუხლი 9
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.11.2014.
როდის იქნა მიღებული „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
„აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.11.2013. მიმღები ორგანო — აჟარის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №8. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.102.016068.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 07.11.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №8, 20.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.102.016068 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2086270/