გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
21.11.2013 ძალადაკარგული 25.11.2014
გამომცემი ორგანო
ნომერი
№22
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.161.016136
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (8 მუხლი)
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №22

2013 წლის 21 ნოემბერი

ქ. გარდაბანი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ონიანი



დანართი

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის  დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

აპარატის უფროსი - 1 ვაკანსია

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ქართული ენის ცოდნა;

ბ) უმაღლესი განათლება;

გ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;

დ) ანალიტიკური აზროვნება;

ე) კომუნიკაციის უნარი;

 ვ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ზ) გუნდური მუშაობის უნარი;

თ) ორგანიზატორული უნარ-ჩვევები.

·   Microsoft office Word;

·   Microsoft office Excel;

·   Microsoft office PowerPoint;

·   Windows.

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ;

ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი  II, III, IV თავი;

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).

მუხლი 2
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

საორგანიზაციო განყოფილების უფროსი - 1 ვაკანსია

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ქართული ენის ცოდნა;

ბ) არანაკლებ 4-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;

გ) ანალიტიკური აზროვნება;

დ) კომუნიკაციის უნარი;

ე)  პასუხისმგებლობის გრძნობა;

ვ) გუნდური მუშაობის უნარი.

·   Microsoft office Word;

·   Microsoft office Excel;

·   Microsoft office PowerPoint;

·   Windows.

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ;

ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი II, III, IV თავი

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).

მუხლი 3
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

საორგანიზაციო განყოფილების მთავარი სპეციალისტი - 3 ვაკანსია

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ქართული ენის ცოდნა;

ბ) არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის   ორგანოში;

 გ) კომუნიკაციის უნარი;

დ) პასუხისმგებლობის გრძნობა.

ე) გუნდური მუშაობის უნარი.

·   Microsoft office Word;

·   Microsoft office Excel;

·   Microsoft office PowerPoint;

·   Windows.

2. საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ;

ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი II, III, IV თავი

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).

მუხლი 4
1. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი

აპარატის მთავარი სპეციალისტი - 8 ვაკანსია

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) ქართული ენის ცოდნა

ბ) არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;

გ) კომუნიკაციის უნარი;

დ) პასუხისმგებლობის გრძნობა.

ე) გუნდური მუშაობის უნარი.

·   Microsoft office Word;

·   Microsoft office Excel;

·   Microsoft office PowerPoint;

·   Windows.

2.  საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;

ბ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი II, III, IV თავი

დ) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი“;

ე) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი).

მუხლი 5
ყველა კონკურსანტისთვის დამატებითი მოთხოვნა

კონკურსანტს უფლება აქვს განაცხადი შეიტანოს მხოლოდ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. ერთზე მეტ ვაკანტურ თანამდებობაზე განაცხადის შეტანის შემთხვევაში კონკურსანტის დოკუმენტაცია არ განიხილება.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.2014.
როდის იქნა მიღებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 21.11.2013. მიმღები ორგანო — გარდაბნის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №22. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.161.016136.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.11.2014-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2014 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №22, 21.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.016136 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2086959/