⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.06.2014)
გაუქმებულია:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზეთანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.11.2013
ძალის დაკარგვა 12.06.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №320
სარეგისტრაციო კოდი 010340000.22.038.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/11/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,061 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2013 მიღება
12.06.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრი სოზარ სუბარი მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზეთანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №320 2013 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრისოზარ სუბარი დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის -არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილეების ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისთვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა მუხლი 1🔗 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის (მონიტორინგისა და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში კონტროლის/მონიტორინგის ან/და ანალიტიკურო საქმიანობის სფეროში ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება; გ) ინგლსური და რუსული ენების ცოდნა (სასურველი); დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ძალიან კარგი ცოდნა; ე) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC ან EFLOW) პროგრამაში მუშაობის  გამოცდილება (სასურველი). 2. სააგენტოს უფროსის მოადგილის (მონიტორინგისა და ანალიტიკური საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი; დ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონი; ვ) „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; ზ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი; თ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება; ი) „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება; კ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 29 ნოემბრის №208 ბრძანება; ლ) „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანება; მ) „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება; ნ) „საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 17 ივნისის №107 ბრძანება. მუხლი 2🔗 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის (მასმედიასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული); ბ) საჯარო სამსახურში მასმედიასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით ხელმძღვანელ მუშაკად სამწლიანი მუშაობის გამოცდილება; გ) ინგლისური, გერმანული და რუსული ენების ცოდნა (სავალდებულო); დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ცოდნა; ე) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC ან EFLOW) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველი). 2. სააგენტოს უფროსის მოადგილის (მასმედიასთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; გ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი; დ),,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონი; ე) ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება; ვ) ,,მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 5 აპრილის №55 ბრძანება; ზ) ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 29 თებერვლის №31 ბრძანება; თ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 26 აპრილის №74 ბრძანება; ი) ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილისათვის კვების ხარჯების დანიშვნის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 17 ივნისის №107 ბრძანება. მუხლი 3🔗 1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის (ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის მიმართულებით) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი განათლება მართვის/მენეჯმენტის მიმართულებით (მაგისტრი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული); ბ) ხელმძღვანელ მუშაკად მუშაობის სამწლიანი გამოცდილება, აქედან საჯარო სამსახურში ეკონომიკური ან მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიმართულებით საჯარო სამსახურში მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება; გ) ინგლისური  და რუსული ენების ცოდნა (სასურველი); დ) შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის კარგი ცოდნა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საოფისე ტექნიკის მოხმარების კარგი ცოდნა. ვ) ელექტრონული დოკუმენტბრუნვის (EDOC; EFLOW) პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სასურველი). 2. სააგენტოს უფროსის მოადგილის (ეკონომიკური და საფინანსო საქმიანობის მიმართულებით)  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი; გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ”; ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირების შესახებ’’; ვ) საქართველოს კანონი ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ”; ზ) საქართველოს კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ; თ) ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი; ი)  ,,ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ საქართველოს კანონი; კ) ,,საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 დეკემბრის №903 ბრძანება.