საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
29.02.2012 ბოლო ცვლილება 22.04.2014
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
290160000.22.038.016099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

  ბრძანება №31

2012 წლის 2 9 თებერვალი

ქ. თბილისი

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესისა და პირობების დადგენის თაობაზე

„არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1. დამტკიცდეს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესი და პირობები თანდართული სახით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხ. კალმახელიძე

საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის სათანადო სახის დაზღვევით უზრუნველყოფის წესი და პირობები

    მუხლი 1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ მსჯავრდებულის სათანადო დაზღვევის პირობები

1. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენის და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს (შემდგომში– ადგილობრივი საბჭო) გადაწყვეტილების აღსრულებისას, მსჯავრდებულს, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დროს, შესასრულებელი სამუშაოს გათვალისწინებით,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) უზრუნველყოფ ს სათანადო სახის დაზღვევით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაზღვევა ნიშნავს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულებისას, მსჯავრდებულის დაზღვევას უბედური შემთხვევისგან და საწარმოო ტრავმისგან.

3. შესასრულებელი სამუშაოს სახის, სიმძიმისა და პირობების გათვალისწინებით, დასაზღვევ მსჯავრდებულთა კონტი ნ გენტს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს პრობაციის ეროვნული სააგენტო.

4. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა ყოველ დაზღვეულ მსჯავრდებულზე არ უნდა აღემატებოდეს საათში 8 თეთრს.

5. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომამისჯილის ამ ბრძანებით განსაზღვრული დაზღვევით უზრუნველყოფა პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასაბიუჯეტო შემოსულობებიდან მიღებული სახსრები თ.

    მუხლი 2. მსჯავრდებულის დაზღვევით უზრუნველყოფის წესი

1. „არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების მიზნით, ამ ბრძანების შესაბამისად, პრობაციის ეროვნული სააგენტო, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, დებს შესაბამის ხელშეკრულებას სადაზღვევო კომპანიასთან.

2. საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სასამართლო განაჩენისა და ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების ასლის პრობაციის ბიუროს მიერ აღსასრულებლად მიღებისა და მსჯავრდებულის მიერ შესასრულებელი სამუშაოს განსაზღვრის შემდეგ, პრობაციის ბიურო მიმართავს პრობაციის ეროვნულ სააგენტოს კონკრეტული მსჯავრდებულის სათანადო დაზღვევით უზრუნველყოფის საკითხის გადასაწყვეტად.

3. პრობაციის ეროვნული სააგენტო ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაწყებამდე, წყვეტს მსჯავრდებულის დაზღვევის საკითხს.