ხონის მუნიციპალიტეტის „მოხალისე სამაშველო რაზმების შექმნის დებულების დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2013 წლის 22 ნოემბერი ქ. ხონი |
|
2. სამაშველო სამუშაოები - მიმართული მოქმედებანი ადამიანის სიცოცხლისდა მატერიალური ფასეულობების გადარჩენისათვის საგანგებო სიტუაციების ზონაში, ასევე გატარებული პრევენციული ღონისძიებები საგანგებო სიტუაციების დადგომამდე, რომლებიც საჭიროებს სპეციალურ მომზადებას.
2. გარემოს დაცვა საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში.
3. საავარიო-სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების დროს რისკისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრინციპი.
4. მოხალისე სამაშველო რაზმების მუდმივი მზადყოფნის პრინციპი, რომელიც ითვალისწინებს ოპერატიულად რეაგირებას საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში საავარიო სამაშველო სამუშაოების წარმოების დროს.
2. მოხალისე-მაშველი შეუძლია გახდეს საქართველოში მცხოვრები პირები 18 წლიდან, რომლებიც გაივლიან სპეციალურ მომზადებას, აქვთ შესაბამისი ჯანმრთელობა კონკრეტული საქმიანობისათვის.
3. მოხალისე სამაშველო რაზმის რიცხოვნება განისაზღვრება მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე.
4. მოხალისე ფორმირებებში გაწევრიანება ნებაყოფლობითია.
5. მოხალისე ფორმირებების წევრთა სია მტკიცდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ.
6. მოხალისე სამაშველო რაზმის წევრების საწყისი (საბაზისო) სწავლება ხორციელდება შესაბამისი სასწავლო პროგრამის მიხედვით, რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ.
7. მოხალისე ფორმირებები საქმიანობას ახორციელებენ ადგილობრივ თვითმმართველობის საგანგებო სიტუაციების მართვის დანაყოფების დაქვემდებარებაში.
2. თემის მზადყოფნის უზრუნველყოფა მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის.
3. ადამიანების გადარჩენა, მათთვის დახმარების გაწევა. საგანგებო სიტუაციების დროს პირველადი სამუშაოების ჩატარება. უბედურების ზონიდან უსაფრთხო ადგილზე დაზარალებულების გადაყვანაში მონაწილეობის მიღება.
2. სრულყონ თავიანთი ჩვევები, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული კუთხით.
3. მზად იყოს ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად საგანგებო სიტუაციების დროს სამაშველო სამუშაოების ჩატარებისათვის.
4. შეისწავლოს სამაშველო ოპერაციებში მოქმედება.
5. აქტიურად ჩაებას საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში.
6. აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება დაზარალებულს.
7. იხელმძღვანელოს და იმოქმედოს საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროში მოქმედი
საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში
8. უფლებამოსილია სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს საგანგებო სიტუაციების ზონაში მიმდინარე და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ.
9. გამოიყენოს სამაშველო აღჭურვილობა და ტრანსპორტი.
10. საკუთრების ფორმის მიუხედავად მოითხოვოს უსაფრთხოების ზომების დაცვა საგანგებო სიტუაციების ზონაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
2. მოხალისე-სამაშველო რაზმი საგანგებო სიტუაციების დროს შეიძლება ჩართული იყოს საძიებო სამაშველო სამუშაოებში თავისი მომზადების დონის შესაბამისად.
3. მოხალისეები, რომლებიც თავს გამოიჩენენ სამაშველო ოპერაციების შესრულების დროს წახალისდებიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ.
4. წახალისების ფორმა შეიძლება იყოს: მადლობის სიგელი, ფულადი ჯილდო, ფასიანი საჩუქარი.
5. განსაკუთრებული ღვაწლისათვის, კატასტროფების დროს მამაცობისა და თავდადებისათვის შეიძლება წარდგენილ იქნან სახელმწიფო ჯილდოზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.