სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1571
2013 წლის 18 ნოემბერი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:
ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
ბ) მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
გ) მცხეთის № 3 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოების შესყიდვა;
დ) ამ განკარგულების ,,ა” „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები” ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;
ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების ,,ა”, ,,ბ” და ,,გ” პუნქტ ებ ით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება.
პრემიერ-მინისტრის
მოვალეობის შემსრულებელი ბ . ივანიშვილი