სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1554
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016203
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1554

2013 წლის 11 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ –საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ა) ქალაქ რუსთავში ყაზბეგის ქ. №1-ში არსებული საცხოვრებელი სახლის გამაგრებითი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 ბ) ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

     გ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად,ამ განკარგულების„ა“ ქვე პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების სახელმწიფო შესყიდვის გამარტი­ვებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                  . ივანიშვილი