სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1547
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.016196
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

 განკარგულება №1547

2013 წლის 8 ნოემბერი

 ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უზრუნველყოს:

 ა) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის №5 სამმართველოს (ლაგოდეხი) 4(ოთხი) სექტორში (სოფლები: ახალსოფელი, ცოდნისკარი, მსხალგორი და შილდა) შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 ბ) საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის №3 სამმართველოს (წითელი ხიდი) 4(ოთხი) სექტორში (სოფლები: ვახტანგისი, ახკერპი, ბურდაზორი და ლოქდანჯარი)  შენობა-ნაგებობების მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

 გ) ქ. თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე არალეგალ მიგრანტთა განთავსების ცენტრის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა;

დ) ამ განკარგულების „ა“ „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის დამტკიცებული „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი – 25 03 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

     ე) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის„დ“ქვეპუნქტის შესაბამისად,ამ განკარგულები ს „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვ ის გამარტივებული შესყიდვი ს საშუალებით განხორციელ ება.

 

პრემიერ-მინისტრი                                 ბიძინა ივანიშვილი

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.11.2013.
როდის იქნა მიღებული „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 08.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №1547. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.016196.
სად არის „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.11.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №1547, 08.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016196 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2077066/