„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№118/04
სარეგისტრაციო კოდი
220020000.18.011.016113
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/11/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №118/04

2013 წლის 27 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 



მუხლი 1. „კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით დამტკიცებულ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბანკი ვალდებულია ეროვნულ ბანკს სპეციალურ ელექტრონულ მისამართზე წარუდგინოს ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ციფრული ხელმოწერით დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგება ეროვნული ბანკის მიერ მოთხოვნილი ფორმით ყოველი დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ციფრული ხელმოწერით დამოწმებული ანგარიშგების საქართველოს ეროვნული ბანკისთვის წარდგენა დასაშვებია ანგარიშგებისათვის პასუხისმგებელი პირის და ბანკის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბანკის ბეჭდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ანგარიშგების წერილობითი დოკუმენტის სახით ეროვნული ბანკისათვის მიწოდება.“. 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 5 დეკემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე