„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის N10/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №182/04 |
|
2017 წლის 25 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული ბანკის მიერ ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„კომერციული ბანკების მიერ მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 11 თებერვლის №10/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შედეგი რედაქციით:
„3. დარიცხული პროცენტების შესაბამისი თანხის ანგარიშსწორება ხორციელდება დასაცავი პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა შემდეგ ანგარიშებზე: ა) ბანკის ლარის ანგარიშსწორების ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, ეროვნული ვალუტის სარეზერვო ანგარიშებზე ეროვნული ვალუტით დარიცხული პროცენტის ანგარიშსწორების შემთხვევაში; ბ) ბანკის შესაბამისი ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე ეროვნულ ბანკში, უცხოური ვალუტის სარეზერვო ანგარიშზე არსებულ თანხაზე უცხოური ვალუტაში დარიცხული პროცენტის ანგარიშსწორების შემთხვევაში. უცხოური ვალუტაში ანგარიშსწორებისათვის საკმარისი თანხის უქონლობის გამო, დანაკლის თანხაზე ანგარიშსწორება ხორციელდება იმ დღეს მოქმედი უცხოური ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისი თანხით ეროვნულ ვალუტაში. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|