შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №348
2009 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
დამტკიცდეს თანდართული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია (დანართი №1) და სამოქმედო გეგმა (დანართი №2).
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური
დანართი №1
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფცია
I. შესავალი
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა შემუშავდა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციისა (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, 2005 წელი) და „შემ წყ ნა რებ ლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფ ციისა და სამო ქმედო გეგმის შემუშავების შესახებ“ საქართვე ლოს პრეზი დენტის 2005 წლის 8 აგვისტოს №639 განკარგუ ლე ბის საფუძველზე. მისი ძირითადი მიზანია დემოკრატიული, კონ სო ლიდი რე ბული და საერ თო ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქა ლაქო სა ზო გა დოების შექმნის ხელშეწყობა, რომელიც მრავალ ფეროვნებას თავისი ძლიერების წყაროდ მიიჩნევს და ყველა მოქალაქეს უზ რუნ ველყოფს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისა და განვითა რების შესაძლებლობით.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და სამოქმედო გეგმა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს. ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევის მიზნით შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში უზრუნველყოფილ იყო ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობა. დოკუმენტის პროექტი მომზადდა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოს მიერ, რომლის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველი, ეროვნული უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები. პროექტის მომზადების პროცესში მუდმივი კონსულტაცია მიმდინარეობდა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოსთან. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭო აგრეთვე რეგულარულად მართავდა შეხვედრებს ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია განსაზღვრავს სახელმწიფო სტრატეგიასა და ამოცანებს ექვსი ძირითადი მიმართულებით: კანონის უზენაესობა; განათლება და სახელმწიფო ენა; მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა; სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია; კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება. სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტულ ღონისძიებებსა და პროგრამებს ეროვნული კონცეფციის სტრატეგიული მიმართულებების მიხედვით, რომლებიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს. სამოქმედო გეგმის შესაბამისი კომპონენტების განხორციელების ვალდებულება ეკისრება მასში მითითებულ კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს.
სამოქმედო გეგმის განხორციელებას კოორდინირებას უწევს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი. სამოქმედო გეგმის განხორციელებისათვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებები, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, ყოველი თვის 5 რიცხვამდე წარუდგენენ მას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშებს. ყოველი წლის 10 დეკემბერს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნულ საბჭოს მოხსენებას პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების მიერ სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.
სამოქმედო გეგმის განხორციელებას მონიტორინგს უწევს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭო, რომელიც საჭიროებისამებრ შეიმუშავებს რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით და განიხილავს წინადადებებს სამოქმედო გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის მოქმედება არ შემოიფარგლება იმ ადგილებით, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით არიან დასახლებულნი ეროვნული უმცირესობები.
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი.
II. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფციის მიზნები
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის მიზნებია:
ა) ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის გარემოს შექმნა საქართველოში მცხოვრებ ყველა პირს შორის;
ბ) საქართველოს ყველა მოქალაქის უზრუნველყოფა თანაბარი შესაძლებლობით სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებებით სარგებლობისათვის;
გ) აუცილებელი პირობების შექმნა საქართველოს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების ყველა სფეროში იმ პირთა ეფექტიანი მონაწილეობისათვის, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს მიეკუთვნებიან;
დ) ეროვნული უმცირესობებისათვის განათლების ყველა საფეხურის თანაბარი ხელმისაწვდომობისა და ზოგადი განათლების სფეროში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების უზრუნველყოფა;
ე) აუცილებელი პირობების შექმნა ეროვნული უმცირესობების კულტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მათი თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, კერძოდ, რელიგიის, ენის, ტრადიციებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვისათვის.
II I. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფციის პრინციპები
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის პრინციპებია:
ა) საქართველოს ყველა მოქალაქის თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა და ტოლერანტობის ტრადიციის განმტკიცება;
ბ) ბალანსის შენარჩუნება სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების იდენტობის დაცვას შორის, სამოქალაქო ინტეგრაციის ნებაყოფლობითობა და იძულებითი ასიმილაციის დაუშვებლობა;
გ) ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა თავისუფალი არჩევანის უფლება – მოექცნენ თუ არა მათ, როგორც ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს;
დ) ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლება, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად განახორციელონ ის უფლებები და თავისუფლებები, რომლებიც გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციიდან;
ე) ეროვნული უმცირესობების ეფექტიანი მონაწილეობა ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ ეხება მათი იდენტობის დაცვასა და განვითარებას;
ვ) შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა.
IV. შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
ეროვნული კონცეფციის ძირითადი მიმართულებები
1. კანონის უზენაესობა
კანონის უზენაესობა შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მოიცავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შემდგომი ჰარმონიზაცია საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებთან;
ბ) ეროვნული უმცირესობების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
გ) დისკრიმინაციული მოპყრობისგან ეროვნული უმცირესობების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფა;
დ) საჯარო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლება ეროვნული უმცირესობების უფლებებსა და ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან მიმართებაში.
2. განათლება და სახელმწიფო ენა
სამოქალაქო ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა ეროვნული უმცირესობების მიერ სახელმწიფო ენის არცოდნა, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს მათ სრულფასოვან მონაწილეობას ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საწყის ეტაპზე აუცილებელია ეროვნული უმცირესობების მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა, დაეუფლონ ქართულ ენას, და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინტეგრაციის მხარდამჭერი პროგრამების განხორციელება. ამ მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:
ა) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის საშუალო განათლების მიღების ხელშეწყობა;
გ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;
დ) სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა;
ე) განათლების სფეროში საჯარო დისკუსიისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.
3. მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
ეროვნული უმცირესობების ინფორმირების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ, რომლის ეთერშიც 2005 წლიდან გადის საინფორმაციო პროგრამები ეროვნული უმცირესობების ენებზე. უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული ბიუჯეტის არანაკლებ 25% უნდა მოხმარდეს უმცირესობების ენებზე მომზადებული პროგრამების გადაცემას. სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონისა და ქართული სამაუწყებლო მედიის ძირითადად ქართულენოვანი მაუწყებლობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სპეციალური ღონისძიებების გატარება ეროვნული უმცირესობების ჯეროვანი ინფორმირების უზრუნველსაყოფად. ამ მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:
ა) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეროვნული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
ბ) ეროვნული უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
გ) სამაუწყებლო პროგრამებში ეროვნული უმცირესობების გაშუქებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა;
დ) ეროვნული უმცირესობების ენებზე ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა;
ე) მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრების ხელშეწყობა.
4. პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა
ეროვნული უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამოქალაქო მონაწილეობის დონის ამაღლების მიზნით ბოლო წლებში ტარდება საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების ტრენინგები ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის; ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს მათი წახალისება საჯარო სამსახურში შერჩევისას, ხოლო საარჩევნო მასალები და ბიულეტენები ქვეყნდება მათ მშობლიურ ენებზე. ეროვნული უმცირესობების საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა მეტწილად დამოკიდებული იქნება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებასა და საწყის ეტაპზე სახელმწიფოს მიერ მათ წახალისებაზე საჯარო სამსახურში მუშაობის დასაწყებად. აღნიშნული მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:
ა) ეროვნული უმცირესობების თანასწორი საარჩევნო უფლების უზრუნველყოფა;
ბ) გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება;
გ) ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის პოპულარიზაცია.
5. სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია
ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების სრულფასოვანი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სხვა მასშტაბური ეკონომიკური პროექტები. ამ მიმართულებით დასახულია შემდეგი ამოცანები:
ა) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება;
ბ) ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება და მათი დასაქმების ხელშეწყობა;
გ) ეროვნული უმცირესობების სოციალური და რეგიონალური მობილობის ხელშეწყობა.
6. კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება
ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და მათი კულტურული მემკვიდრეობის მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო გეგმავს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მოიცავს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:
ა) სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ბ) ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების ხელშეწყობა;
გ) ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
დ) ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშორისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა;
ე) საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის ხელშეწყობა;
ვ) ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებად მათი წარმოჩენა.
დანართი №2
|
|
| ||||||||
|
სამოქმედო გეგმა
|
| ||||||||
|
განათლება და სახელმწიფო ენა
|
|
| |||||||
| ამოცანა №1 | პროგრამის დასახელება/ღონისძიება | განმახორციელებელი ორგანიზაცია/პარტნიორი
| განხორციელების ვადები | შენიშვნა |
| ||||
| ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ-თათვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომო-ბის უზრუნველყოფა | 1) ეროვნული უმცირესობების საგანმანათლებლო საჭიროებებზე ორიენტირებული სკოლამდელი სასწავლო პროგრამების მომზადება და პილოტირება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 2) იმ რეგიონებში, სადაც დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები, სასკოლო მზაობის დონის ამაღლების მიზნით სპეციალური პროგრამის შემუშავება. მშობელთა ინფორმირებულობის გაზრდა სკოლამდელი განათლებისა და კონკრეტული პროგრამების შესახებ | ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვის საპარლამენტო ალიანსი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ადგილობრივი თვითმმართველობა; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი | 2009-2014 |
|
| ||||
| ამოცანა #2 |
|
|
|
|
|
| |||
| ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ-თათვის საშუალო განათლების მიღების ხელშეწყობა | 2.1 | ეროვნული სასწავლო გეგმის თარგმნა და დანერგვის ტრენინგების ჩატარება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი | 2009 |
|
| |||
| 2.2 | სახელმძღვანელოების თარგმნა ეროვნულ უმცირესობათა ენებზე სკოლებში სწავლების ენის შესაბამისად | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.3 | მიზნობრივი დახმარება სარეფორმო ღონისძიებების განხორციელებაში ეროვნული უმცირესობების სკოლებისათვის, შესაბამისი პროგრამების შემუშავება და დანერგვა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.4 | მულტილინგვური სწავლების პოლიტიკის დახვეწა, პილოტირება და დანერგვა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.5 | ჟურნალის ,,მასწავლებელი“ გამოცემა სომხურსა და აზერბაიჯანულ ენებზე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.6 | ,,მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს“ (სამ ნაწილად) და სხვა დამხმარე რესურსების თარგმნა სომხურსა და აზერბაიჯანულ ენებზე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.7 | მიზნობრივი პროფესიული ტრენინგები მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციისათვის | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი | 2009-2014 |
|
| ||||
| ამოცანა #3 |
|
|
|
|
|
| |||
| ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ-თათვის უმაღლეს ი განათლების ხელმისაწვდო-მობის გაუმჯობესება | 3.1 | უმაღლესი განათლების დაწესებულებებში მოსამზადებელი-საინტეგრაციო კურსის კონცეფციის შემუშავება, პილოტირება და დანერგვა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; გამოცდების ეროვნული ცენტრი; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები | 2009-2014 | საკანონმდებლო ცვლილებები და პირველი ნაკადი 2009 წ. |
| |||
| 3.2 | ,,სოციალური გრანტების პროგრამა“ და სხვა მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და დანერგვა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
|
| ||||
| 3.3 | ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა საზღვარგარეთ გაგზავნა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე | განვითარებისა და რეფორმების ფონდი | 2009-2014 |
|
| ||||
| ამოცანა #4 |
|
|
|
|
|
| |||
| სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა | 4.1 | არაქართულენოვან სკოლებში ქართულის, როგორც მეორე ენის, სწავლების პროგრამის დანერგვა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ეუთო | 2009-2014 |
|
| |||
| 4.2 | ქართული ენის სახელმძღვანელოების და სასწავლო რესურსების შექმნა და სრულყოფა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
|
| ||||
| 4.3 | არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის მასწავლებელთა ტრენინგი სამცხე-ჯავახეთიდან და ქვემო ქართლიდან (სპეციალური პროფესიული ვაუჩერი მასწავლებლებისათვის ,,ქართულის, როგორც საკომუნიკაციო ენის“ და ,,ქართულის, როგორც მეორე ენის“ შესწავლისათვის) |
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი | 2009-2014
| უკვე შესულია ვაუჩერულ დაფინანსებაში |
| ||||
| 4.4 | კლასგარეშე საგანმანათლებლო და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული პროგრამებისა და პროექტების შემუშავება და განხორციელება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
|
| ||||
| 4.5 | მოზარდებისა და ზრდასრულთათვის სახელმწიფო ენის შესწავლის ხელშეწყობის პროგრამები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 | არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით |
| ||||
| 4.6 | ქართული ენის მასწავლებლების რეგიონებში მოზიდვისათვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009 |
|
| ||||
| 4.7 | ქართული ენის შესწავლის კომპიუტერული და საინტერნეტო პროგრამები, პორტალი, საგანმანათლებლო თამაშები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009 |
|
| ||||
|
მედია და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა
|
| ||||||||
| ამოცანა №1 | პროგრამის დასახელება/ღონისძიება | განმახორციელებელი ორგანიზაცია/პარტნიორი | განხორციელების ვადები | შენიშვნა |
| ||||
| ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეროვნული მაუწყებლობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა | საზოგადოებრივი მაუწყებლის გავრცელების სისტემის რეაბილიტაცია | საზოგადოებრივი მაუწყებელი | 2009-2014 |
|
| ||||
| ამოცანა №2 |
|
|
|
|
|
| |||
| ეროვნული უმცირესობების ენებზე სამაუწყებლო პროგრამების ხელმისაწვდომო-ბის უზრუნველყოფა | 1) სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამები | საზოგადოებრივი მაუწყებელი | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.1.1 | ,,მოამბე“ აფხაზურ ენაზე (პერიოდულობა: კვირაში ერთხელ) |
|
|
|
| ||||
| 2.1.2 | ,,მოამბე ” ოსურ ენაზე (პერიოდულობა: კვირაში ერთხელ) |
|
|
|
| ||||
| 2.1.3 | ,,მოამბე ” სომხურ ენაზე (პერიოდულობა: კვირაში ერთხელ) |
|
|
|
| ||||
| 2.1.4 | ,,მოამბე ” აზერბაიჯანულ ენაზე (პერიოდულობა: კვირაში ერთხელ) |
|
|
|
| ||||
| 2.1.5 | ,,მოამბე ” რუსულ ენაზე (პერიოდულობა: კვირაში ერთხელ) |
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 2) რადიოს საინფორმაციო პროგრამები | საზოგადოებრივი რადიო FM 102.4 | 2009-2014 |
|
| ||||
| 2.2.1 | საინფორმაციო გამოშვება აფხაზურ ენაზე (პერიოდულობა: ყოველდღე) |
|
|
|
| ||||
| 2.2..2 | საინფორმაციო გამოშვება ოსურ ენაზე (პერიოდულობა: ყოველდღე) |
|
|
|
| ||||
| 2.2.3 | საინფორმაციო გამოშვება სომხურ ენაზე (პერიოდულობა: ყოველდღე) |
|
|
|
| ||||
| 2.2.4 | საინფორმაციო გამოშვება აზერბაიჯანულ ენაზე (პერიოდულობა: ყოველდღე) |
|
|
|
| ||||
| 2.2.5 | საინფორმაციო გამოშვება რუსულ ენაზე (პერიოდულობა: ყოველდღე) |
|
|
|
| ||||
| 2.2.6 | საინფორმაციო გამოშვება ქურთულ ენაზე (პერიოდულობა: ყოველდღე) |
|
|
|
| ||||
| ამოცანა №3 |
|
|
|
|
|
| |||
| სამაუწყებლო პროგრამებში ეროვნული უმცირესობების გაშუქებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფა |
თოქ-შოუ ,,იტალიური ეზო ” | საზოგადოებრივი მაუწყებელი; გაეროს ასოციაცია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) – საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში | 2009-2014 |
|
| ||||
| ამოცანა №4 |
|
|
|
|
|
| |||
| ეროვნული უმცირესობების ენებზე ელექტრონული და ბეჭდვითი მედიის ხელშეწყობა | 1) ,,ლიტერატურის განვითარების პროგრამის ” ფარგლებში ბეჭდვითი პერიოდული გამოცემები: | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო | 2009-2014 |
|
| ||||
| 4.1.1 | სომხურენოვანი გაზეთი ,,ვრასტანი ” |
|
|
|
| ||||
| 4.1.2 | აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი ,,გურჯისტანი ” |
|
|
|
| ||||
| 4.1.3 | რუსულენოვანი გაზეთი ,,სვობოდნაია გრუზია ” |
|
|
|
| ||||
| ამოცანა №5 |
|
|
|
|
|
| |||
| მედიაში ტოლერანტობისა და კულტურული პლურალიზმის დამკვიდრების ხელშეწყობა | 1) დოკუმენტური ფილმების ციკლი ,,მრავალეროვანი საქართველო ” | საზოგადოებრივი მაუწყებელი; გაეროს ასოციაცია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) – საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში | 2009-2014 |
|
| ||||
|
| 2) საავტორო გადაცემა ,,ჩვენი საქართველო ” | საზოგადოებრივი რადიო FM 102.4 | 2009-2014 |
|
| ||||
|
პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო მონაწილეობა
|
|
|
| ||||||
| ამოცანა №1 | პროგრამის დასახელება/ღონისძიება | განმახორციელებელი ორგანიზაცია/პარტნიორი
| განხორციელების ვადები | შენიშვნა |
| ||||
| ეროვნული უმცირესობების თანასწორი საარჩევნო უფლების უზრუნველყოფა | საარჩევნო ბიულეტენების თარგმნა უმცირესობების ენებზე | საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია; საერთაშორისო ორგანიზაციები |
|
|
| ||||
| ამოცანა №2 |
|
|
|
|
|
| |||
| გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის გაუმჯობესება | 1) თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და შემდეგ სამინისტროებს შორის: | აღმასრულებელი ხელისუფლება | 2009 |
|
| ||||
| ა) | რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; |
|
|
|
| ||||
| ბ) | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; |
|
|
|
| ||||
| გ) | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; |
|
|
|
| ||||
| დ) | საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; |
|
|
|
| ||||
| ე) | საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; |
|
|
|
| ||||
| ვ) | საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო; |
|
|
|
| ||||
| ზ) | საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო; |
|
|
|
| ||||
| თ) | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. |
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 2) თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება რეგიონალურ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოსა და სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების აპარატებს შორის შემდეგ რეგიონებში: | საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო | 2009 |
|
| ||||
| ა) | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი ქვემო ქართლში; |
|
|
|
| ||||
| ბ) | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი სამცხე-ჯავახეთში; |
|
|
|
| ||||
| გ) | სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატი კახეთში; |
|
|
|
| ||||
| დ) | სახელმწიფო რწმუნებულის – |
|
|
|
| ||||
|
| გუბერნატორის აპარატი იმერეთში; |
|
|
|
| ||||
| ე) | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან |
|
|
|
| ||||
| ამოცანა №2 |
|
|
|
|
|
| |||
| ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო-კონვენციის პოპულარიზაცია | ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის დაბეჭდვა და გავრცელება | რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი; პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭო | 2009-2014 |
|
| ||||
|
სოციალური და რეგიონალური ინტეგრაცია
|
| ||||||||
| ამოცანა №1 | პროგრამის დასახელება/ღონისძიება | განმახორციელებელი ორგანიზაცია/პარტნიორი | განხორციელების ვადები | შენიშვნა | |||||
| ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება | 1) სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტი | ფონდი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს ” | 2006-2010 |
| |||||
| 1.1.1 | სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში საგზაო სატრანსპორტო ქსელის აღდგენა |
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 2) ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი | ფონდი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს ” | 2006-2010 |
| |||||
| 1.2.1 | ჩრდილოეთ-სამხრეთ მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული უბნების აღდგენა |
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 3) რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი | ფონდი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს ” | 2006-2010 |
| |||||
| 1.3.1 | მუნიციპალური მომსახურების გაუმჯობესება |
|
|
| |||||
| ამოცანა №2 |
|
|
|
|
| ||||
| ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პროფესიული გადამზადება და დასაქმების ხელშეწყობა | 1) ,,პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაციის ” საპრეზიდენტო პროგრამა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
| |||||
| 2.1.1 | ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პროფესიული სასწავლებლების რეაბილიტაცია |
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 2) ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების და საჯარო მოხელეთა გადამზადების სკოლა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2012 |
| |||||
| 2.2.1 | სახელმწიფო სექტორში უმცირესობის წარმომადგენელთა მოზიდვა |
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 3) იმ რეგიონების მოთხოვნებსა და სპეციფიკაზე ორიენტირებული პროფესიული განათლების პოლიტიკისა და პროგრამების განხორციელება, სადაც ტრადიციულად ან დიდი რაოდენობით ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | 2009-2014 |
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 4) წვრილი მეურნეობების გარდაქმნა მომგებიან აგრობიზნესად. აგრობიზნესის განვითარების პროექტები: | ფონდი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს ” | 2006-2011 |
| |||||
| 2.4.1 | პირველადი წარმოება |
|
|
| |||||
| 2.4.2 | ფერმერთა მომსახურების ცენტრის შექმნა |
|
|
| |||||
| 2.4.3 | მცირე გადამუშავება |
|
|
| |||||
| 2.4.4 | საწარმოო ჯაჭვის შექმნა |
|
|
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 5) საქართველოს რეგიონული განვითარების ფონდის პროექტი: ინვესტიციების განხორციელება მცირე და საშუალო ზომის საწარმოებში | ფონდი – „ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს ” | 2006-2011 |
| |||||
|
კულტურა და თვითმყოფადობის შენარჩუნება
|
| ||||||||
| ამოცანა №1 | პროგრამის დასახელება/ღონისძიება | განმახორციელებელი ორგანიზაცია/პარტნი-ორი | განხორციელების ვადები | შენიშვნა | |||||
|
ეროვნული უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება |
1) საქართველოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მხარდაჭერის პროგრამა: | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო; თბილისის მერია | 2009-2014 |
| |||||
| 1.1.1 | სსიპ – დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის საქმიანობის ხელშეწყობა |
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
|
|
|
|
|
| ||||
| 1.1.2 | საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის ,,კავკასიური სახლი~ საქმიანობის ხელშეწყობა |
|
|
|
| ||||
| 1.1.3 | სსიპ – მირზა ფათალი-ახუნდოვის აზერბაიჯანული კულტურის მუზეუმის საქმიანობის ხელშეწყობა |
|
|
|
| ||||
| 1.1.4 | საქართველოს რუსული კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა |
|
|
| |||||
| 1.1.5 | სსიპ – თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერა |
|
|
|
| ||||
| 1.1.6 | სსიპ – თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერა |
|
|
|
| ||||
|
| 2) რეგიონალური ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებებისა და სახელოვნებო სკოლების ხელშეწყობა |
|
|
|
| ||||
| 1.2.1 | ყვარელში – ბაღლოჯიანის სამუსიკო სკოლის მხარდაჭერა | ყვარლის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.2 | ახალქალაქში – სამუსიკო და სამხატვრო სკოლის, 14 საკლუბო დაწესებულების (აქედან 10 სომხური), 4 ბიბლიოთეკის (აქედან 2 სომხური) მხარდაჭერა | ახალქალაქის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.3 | ნინოწმინდაში – სამუსიკო სკოლის, 21 ბიბლიოთეკის (აქედან 18 სომხური), 20 საკლუბო დაწესებულების (აქედან 18 სომხური) მხარდაჭერა | ნინოწმინდის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
| 1.2.4 | მარნეულში – სამუსიკო სკოლის, 18 ბიბლიოთეკის (აქედან 11 აზერბაიჯანული, 4 სომხური), 4 სასოფლო კლუბის მხარდაჭერა | მარნეულის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.5 | წალკაში – სამუსიკო სკოლის, ბიბლიოთეკის (სომხური მოსახლეობისთვის), კულტურის სახლის მხარდაჭერა | წალკის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.6 | გორში – ერედვის სამუსიკო სკოლის, 18 ბიბლიოთეკის (აქედან 5 ოსური), მხარდაჭერა | გორის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.7 | გარდაბანში – 19 ბიბლიოთეკის (აქედან 1 აზერბაიჯანული, 14 შერეული), 1 კლუბის მხარდაჭერა | გარდაბნის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.8 | ბოლნისში – 9 ბიბლიოთეკის (აქედან 2 აზერბაიჯანული) მხარდაჭერა | ბოლნისის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| 1.2.9 | დმანისში – 4 ბიბლიოთეკის (აქედან 1 აზერბაიჯანული) მხარდაჭერა | დმანისის გამგეობა | 2009-2014 |
| |||||
| ამოცანა №2 |
|
|
|
|
| ||||
|
ეროვნული უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის დაცვა |
1) ეროვნულ უმცირესობათა მატერიალური და არამატერიული კულტურული ფასეულობების დაცვა: |
|
| ||||||
| 2.1.1 | ეროვნული უმცირესობების კულტურული ძეგლების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო | 2009-2014 |
| |||||
| 2.1.2 | ძეგლების რესტავრაცია | საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო | 2009-2014 |
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
| 2.1.3 | თბილისის პანთეონებისა და ხელოვნების ძეგლების მოვლა-პატრონობის ხელშეწყობის პროგრამა: თბილისში არსებული პანთეონების, მათ შორის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონის მოვლა-პატრონობა და დაცვა | თბილისის მერია | 2009-2014 |
| |||||
| ამოცანა №3 |
|
|
|
|
| ||||
| ტოლერანტობის სულისკვეთების მხარდაჭერა, კულტურათაშო-რისი დიალოგისა და კავშირების ხელშეწყობა | საშუალო სკოლებში ტოლერანტობის, როგორც საგნის, დანერგვა | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ფედერაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ | 2009-2014 |
| |||||
| ამოცანა №4 |
|
|
|
|
| ||||
|
ეროვნული უმცირესობების კულტურის, ისტორიის, ენისა და რელიგიის შესახებ საზოგადოების ცოდნის გაღრმავება და ქვეყნის კულტურულ ღირებულებებად მათი წარმოჩენა | 1) თოქ-შოუ ,,იტალიური ეზო ” | საზოგადოებრივი მაუწყებელი; გაეროს ასოციაცია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) – საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში | 2009-2014 |
| |||||
|
| 2) დოკუმენტური ფილმების ციკლი ,,მრავალეროვანი საქართველო~ | საზოგადოებრივი მაუწყებელი; გაეროს ასოციაცია; აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (UშAID) – საქართველოს ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში | 2009-2014 |
| |||||
|
|
|
|
|
|
| ||||
|
| 3) საავტორო გადაცემა ,,ჩვენი საქართველო ” | საზოგადოებრივი რადიო FM 102.4 | 2009-2014 |
| |||||