„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
- კონკურენციის შესახებ 08.05.2012
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკური სფეროები – „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი სფეროები, რომლებშიც ეროვნული მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილი არიან, განახორციელონ სატარიფო პოლიტიკა, აგრეთვე მუნიციპალური მომსახურების სფეროები, რომლებშიც თავისუფალი ფასწარმოქმნა და კონკურენცია შეზღუდულია და რომლებიც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება რეგულირებად ეკონომიკურ სფეროებად და ექვემდებარება სატარიფო რეგულირებას;“.
2. VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თავი VI
სააგენტოს და ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა
მუხლი 30. თანამშრომლობა სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისას
სააგენტო და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო თანამშრომლობენ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლის პროცესში.
მუხლი 31. თანამშრომლობის ფორმები
1. თუ სააგენტოში წარდგენილ იქნა საჩივარი სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის შესაძლო დარღვევის თაობაზე, ეს საჩივარი სააგენტომ უნდა გადაუგზავნოს შესაბამის ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს.
2. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლისათვის საქმის დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სააგენტოს.
3. სააგენტო უფლებამოსილია ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე შეიმუშაოს საექსპერტო მოსაზრებები სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევების თაობაზე ეროვნული მარეგულირებელი ორგანოსთვის წარსადგენად.
4. ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს შეუძლია კონკურენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაციისათვის მიმართოს სააგენტოს.
5. სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევათა შესწავლისათვის შესაძლებელია შეიქმნას სააგენტოს და შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს თანამშრომლებით დაკომპლექტებული ერთობლივი სამუშაო ჯგუფი.
6. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ შესაძლოა მიმართოს სააგენტოს სატარიფო რეგულირების მქონე ეკონომიკურ სფეროში კონკურენციის დარღვევის შემთხვევის შესწავლის პროცესში სააგენტოს მიერ მონაწილეობის მიღების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქუთაისი, 20 ნოემბერი 2013 წ. N1586-რს |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.11.2013.
- როდის იქნა მიღებული „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 20.11.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1586-რს. სარეგისტრაციო კოდი — 240140000.05.001.017205.
- რამდენი მუხლისგან შედგება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.11.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1586-რს, 20.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 240140000.05.001.017205 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.11.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2092252/