1. ამ კანონის მიზნებია:

ა) ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების შექმნის უზრუნველყოფა;

ბ) ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების მართვის მექანიზმის დარეგულირება.

2. ამ კანონის ამოცანებია:

ა) თვითმყოფადი ბუნებრივი კულტურული გარემოსა და მისი ცალკეული კომპონენტების, უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების, არქეოლოგიური კომპლექსების, ბუნების იშვიათი ძეგლების დაცვის, აღდგენისა და შენარჩუნების ხელშეწყობა;

ბ) ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

გ) ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლების ფარგლებში მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროს, მათ შორის, ტყეებისა და სხვა ბუნებრივი რესურსების, მოვლის, დაცვისა და აღდგენის უზრუნველყოფა;

დ) ბუნების ძეგლების დაცვისა და აღდგენისათვის, განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და მონიტორინგის განხორციელების ხელშეწყობ