ამ კანონით განსაზღვრული ბუნების ძეგლები საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის ნაწილია და იქმნება ამ კანონით დადგენილი საზღვრების ფარგლებში. ეს ბუნების ძეგლებია:

ა) სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი, რომელიც მოიცავს:

ა.ა) ბალდის კანიონის ბუნების ძეგლს;

ა.ბ) ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლებს;

ა.გ) ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლებს;

ა.დ) (ამოღებულია - 23.03.2018, №2081);

ა.ე) ჯორწყუს მღვიმის ბუნების ძეგლს;

ა.ვ) ოჩხომურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;

ა.ზ) ნაზოდელავოს მღვიმის ბუნების ძეგლს;

ა.თ) მდინარე აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლს;

ა.ი) მარტვილის კანიონის ბუნების ძეგლს;

ბ) გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლი;

გ) დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი;

დ) სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი;

ე) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი;

ვ) ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი;

ზ) ჯვრის უღელტეხილის ტრავერტინის ბუნების ძეგლი;

თ) ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი;

ი) ბირთვისის ბუნების ძეგლი.

საქართველოს 2016 წლის 17
თებერვლის

კანონი
№4735
- ვებგვერდი, 25.02.2016წ.

საქართველოს 2018 წლის 23
მარტის
კანონი №2081
–

ვებგვერდი, 05.04.2018