მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ს აქართველოს მ თ ავრობის
განკარგულება №740
2009 წლის 9 ოქტომბერი
ქ. თბილისი
მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ
1. ცნობად იქნეს მიღებული, რომ სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სმგფ) მიერ იაპონური არასაპროექტო გრანტის ფარგლებში შეძენილი ექსკავატორ-მტვირთავები (JCB 4CX SM) გადაეცემა შემდეგ მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს: ოზურგეთს, ქუთაისს (2 ერთეული), საგარეჯოს, სიღნაღს, მცხეთას, ონს, ლენტეხს, წალენჯიხას, ახალციხეს, მარნეულსა და კასპს. გადაცემა მოხდება სმგფ-ს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებული პირობებით.
2. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქს მიეცეთ ნებართვა აიღონ სესხი სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისაგან ცხრილში მოყვანილ შემდეგ მოცულობათა მიხედვით:
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქი | სესხის მოცულობა |
| ოზურგეთი | 83,407.17 |
| ქუთაისი (2 ერთეული) | 167,084.33 |
| საგარეჯო | 84,283.17 |
| სიღნაღი | 84,451.17 |
| მცხეთა | 84,079.17 |
| ონი | 84,151.17 |
| ლენტეხი | 84,211.17 |
| წალენჯიხა | 83,341.17 |
| ახალციხე | 84,361.17 |
| მარნეული | 84,361.17 |
| კასპი | 83,941.17 |
| სულ | 1,007,671.99. |
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.10.2009.
- როდის იქნა მიღებული „მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“?
- „მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“ მიღებულია 09.10.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №740. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.00.000000.
- სად არის „მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.10.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქისათვის სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან სესხის აღების ნებართვის მიცემის შესახებ“, №740, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.10.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2093999/