საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №244
2007 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის აპრილში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-7 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 1 019 600 (ერთი მილიონ ცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი დანართის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები | თანხა (ლარობით) |
| თვითმმართველი ქალაქი ბათუმი | 50,000 |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 20,000 |
| გურჯაანის მუნიციპალიტეტი | 12,000 |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 420,000 |
| ჭიათურის მუნიციპალიტეტი | 40,000 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 48,000 |
| თერჯოლის მუნიციპალიტეტი | 6,500 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 2,850 |
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 400,800 |
| ახალციხის მუნიციპალიტეტი | 10,000 |
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტი | 6,000 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 3,450 |
| სულ: | 1,019,600 |