საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №827
2007 წლის 26 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დაფარვის მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 488 950 (ოთხას ოთხმოცდარვა ათას ცხრაას ორმოცდაათი) ლარი დანართის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი
ქალაქები
თანხა (ლარობით)
ქობულეთის მუნიციპალიტეტი
5,000
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
250,000
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
32,000
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
950
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
200,000
ცაგერის მუნიციპალიტეტი
1,000
სულ:
488,950
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.12.2007.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე“?
- „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე“ მიღებულია 26.12.2007. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №827. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.12.2007 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე“, №827, 26.12.2007, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.12.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2062637/