საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №795
2007 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ასიგნების გამოყოფის თაობაზე
1. ადგილობრივი წყლის კომპანიების მიერ 2007 წლის ნოემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით ადგილობრივი წყლის კომპანიების მხარდაჭერის ღონისძიებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებიდან მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს გამოუყოს 529 050 (ხუთას ოცდაცხრა ათას ორმოცდაათი) ლარი დანართის მიხედვით.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე
დანართი
| მუნიციპალიტეტები და თვითმმართველი ქალაქები | თანხა (ლარობით) |
| ქობულეთის მუნიციპალიტეტი | 2,000 |
| თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი | 290,000 |
| წყალტუბოს მუნიციპალიტეტი | 34,000 |
| ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი | 2,050 |
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავი | 200,000 |
| ცაგერის მუნიციპალიტეტი | 1,000 |
| სულ: | 529,050 |