ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (10 მუხლი)
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2013 წლის 28 ნოემბერი ქ. ყვარელი |
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკველიფიკაციო მოთხოვნები (დანართი №1).
მუხლი 2
ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა საკრებულოს აპარატისა და გამგეობის მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1
ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
1.
ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი:
2.
საოფისე კომპიუტერული პროგრამების Microsoft Office Word, Microsoft Office Excel და Internet -ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
3.
შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:
ა)
საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“;
ბ)
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“.
მუხლი 2
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, ხელმძღვანელ საჯარო თანამდებობაზე მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება ან მენეჯერული საქმიანობის 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 3
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 4
გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსის, საკრებულოს აპარატის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მენეჯერული საქმიანობის 6-თვიანი გამოცდილება ან შესაბამისი სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება მაინც, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 5
ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობაზე, გარდა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნებისა სავალდებულოა პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 6-თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 6
მთავარი სპეციალისტის და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, საჭიროა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები.
მუხლი 7
უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა პირველი მუხლით დადგენილი მოთხოვნები და საჭირო უნარები.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.11.2014.
- როდის იქნა მიღებული „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 28.11.2013. მიმღები ორგანო — ყვარლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 010340000.35.164.016100.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.11.2014-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 10 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №23, 28.11.2013, სარეგისტრაციო კოდი 010340000.35.164.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2095973/