„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებულ ინსტრუქციაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №925 |
|
2013 წლის 5 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 01.02.2007 №14, მუხ. 153) დამტკიცებული ინსტრუქციის 22-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:
„შენიშვნა: სანომრე ნიშნის აღდგენის მიზნებისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ დაინტერებულ პირს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრირებული მესაკუთრე ან სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მფლობელობის შესახებ პირი მიუთითებს განცხადებაში და სააგენტოს წარუდგენს ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობას. ამასთან, სააგენტო არ არის პასუხისმგებელი მესაკუთრესა და ამ შენიშვნით გათვალისწინებულ მფლობელს შორის მიღწეული შეთანხმების შინაარსსა და მისი შეუსრულებლობით ან დარღვევით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებზე, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ურთიერთვალდებულებების არაკეთილსინდისიერ ან/და არაჯეროვან შესრულებაზე.“ |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|