„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№289
სარეგისტრაციო კოდი
310150000.22.034.016543
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 02/06/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №289

2016 წლის 31 მაისი

ქ. თბილისი

 

„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით (სსმ, 14, 01/02/2007, სარეგისტრაციო კოდი: 310.150.000.22.034.009.916) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-3 მუხლის 183 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„183. სპეციალისტი – სააგენტოს სერვისების ცენტრალური ბიუროს (მთავარი სამმართველო) საექსპერტო შემოწმების სამმართველოს საექსპერტო განყოფილების თანამშრომელი, სააგენტოს ტერიტორიული სერვისების ბიუროს (მთავარი სამმართველო) ქ. თბილისის სამმართველოს სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის სამსახურის საექსპერტო შემოწმებისა და დათვალიერების განყოფილებისა და რეგიონალური მართვის სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომელი, აგრეთვე პირი, რომელსაც სატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების უფლებამოსილება დაკისრებული აქვს სააგენტოს დირექტორის მიერ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი