აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 29.11.2013
ძალის დაკარგვა 01.04.2014
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016146
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 29 ნოემბრის N29 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 01.04.2014
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 21.02.2023
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 23.03.2016
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 25.11.2013
დოკუმენტის ტექსტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის
ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო
თემატიკის დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№29
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. ბათუმი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის
ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი
საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო
თემატიკის დამტკიცების შესახებ
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა.
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული
თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა
მუხლი 1🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი);
ბ) საჯარო სამსახურში იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.
2. საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
ე) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
ვ) „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 2🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 3🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის (მთავრობის თავმჯდომარის რეფერენტის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება.
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 4🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის სამდივნოს მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება.
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;
ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 5🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება;
გ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ვ) „საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონი;
ზ) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;
თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 6🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) საჯარო სამსახურში პროტოკოლის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება;
გ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „საქართველოს საპროტოკოლო ღონოსძიებათა მოწყობის წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 27 სექტემბრის N386 ბრძანებულება;
ვ) „საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 ნოემბრის N941 ბრძანებულება;
ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 7🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);
ბ) მედიაში ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება;
გ) ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (სასურველია).
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;
გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;
ე) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
მუხლი 8🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება;
ბ) განათლება ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სპეციალობით (სასურველია).
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
გ) კომპიუტერულ და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა;
დ) ოპერატიულ სისტემებთან მუშაობა(DOS/WINDOWS/LINUX/MACOS);
ე) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობა (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები);
ვ) გრაფიკულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობა.
მუხლი 9🔗.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ინფორმაციულ-ტექნოლოგიური განყოფილების წამყვანი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სფეროში მუშაობის არანაკლებ ექვსი თვის გამოცდილება;
ბ) განათლება ინფორმაციულ-ტექნოლოგიის სპეციალობით (სასურველია).
2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
ბ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის N42 დადგენილება.
გ) კომპიუტერულ და პერიფერიულ მოწყობილობებთან მუშაობა;
დ) ოპერატიულ სისტემებთან მუშაობა (DOS/WINDOWS/LINUX/MACOS);
ე) ქსელურ მოწყობილობებთან მუშაობა (სერვერები, სვიჩები, მარშუტიზატორები, უსადენო კავშირის სისტემები);
ვ) გრაფიკულ და საოფისე პროგრამებთან მუშაობა.