აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010320040.32.057.016223
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/03/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

       საქართველო

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის

დადგენილება №12

2016 წლის 23 მარტი

ქ. ბათუმი

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
გ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 30 აპრილის  №9 დადგენილება (სსმ, 05/05/2015,  010320040.32.057.016200). 
3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე



                                                                დანართი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის

დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და

საკონკურსო თემატიკა


მუხლი 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) თურქული ენის ცოდნა;

გ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.


მუხლი 2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული) ცოდნა;

გ) მედიაში ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ІІІ თავი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.


მუხლი 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის (ტელეოპერატორი) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) საჯარო სამსახურში, ტელევიზიაში ან სატელევიზიო სტუდიაში ტელეოპერატორის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ІІІ თავი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.


მუხლი 4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი:
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი);

ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული, თურქული ან რუსული) ცოდნა;

გ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება.

2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

დ) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი;

თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.



ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.03.2016.
როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 23.03.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.32.057.016223.
რამდენი მუხლისგან შედგება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 3 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №12, 23.03.2016, სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016223 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3232745/