კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (5 მუხლი)
|
საქართველო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება №2 |
|
2016 წლის 7 ივნისი ქ. ბათუმი |
ა) უზრუნველყოფს კომპიუტერული ტექნიკის შეუფერხებელ მუშაობას;
ბ) უზრუნველყოფს უსკოს ვებგვერდის მუშაობის გამართულობას არჩევნების პერიოდში;
გ) ქმნის და ახორციელებს შესაბამის პროგრამულ უზრუნველყოფას და ავრცელებს უსკოს აპარატში;
დ) ასრულებს კომპიუტერული ტექნიკის მიმდინარე სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს;
ე) სხვა სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას და კომპიუტერულ დამუშავებას;
ვ) ქმნის კომისიისათვის საჭირო სხვადასხვა მონაცემთა ბაზებს, ახდენს არსებულ მონაცემთა ბაზების, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირებას და საჭიროების შემთხვევაში მათ მოდიფიცირებას;
ზ) უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელის უსაფრთხოებას;
თ) ახორციელებს კომპიუტერული სისტემის კოორდინაციასა და ფუნქციონალურ უზრუნველყოფას;
ი) ახორციელებს პროგრამულ უზრუნველყოფას და შესაბამისი წინადადების მომზადებას პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების თაობაზე;
კ) უზრუნველყოფს კომისიისათვის საჭირო მასალების სისტემატიზირებასა და შენახვას;
ლ) ამზადებს პასუხებს კომისიაში შემოსულ, მის კომპეტენციაში შემავალ წერილებსა და განცხადებებზე და წარუდგენს უსკოს თავმჯდომარეს;
მ) კონსულტაციას უწევს კომისიის წევრებს, აპარატის თანამშრომლებსა და ქვემდგომ საარჩევნო კომისიებს კომპიუტერული ტექნიკისა და თანამედროვე პროგრამული საშუალებების ეფექტურად გამოყენების მიზნით;
ნ) უზრუნველყოფს ამომრჩეველთა პირადი ნომრებისა და სხვა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას;
ო) ახორციელებს საარჩევნო დოკუმენტაციის ფორმების და ნიმუშების კომპიუტერულ დამუშავებას;
პ) უზრუნველყოფს უსკოს ვებგვერდის სისტემატიურ განახლებას;
ჟ)კომპიუტერული უზრუნველყოფის სამსახური თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით, უმაღლესი საარჩევნო კომისიის რეგლამენტით, შინაგანაწესით, საქართველოს სხვა კანონებითა და სამართლებრივი აქტებით;
რ) ასრულებს სხვა მოვალეობებს.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“?
- დიახ, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.06.2016.
- როდის იქნა მიღებული „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“?
- „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“ მიღებულია 07.06.2016. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 010220020.34.059.016022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 5 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.06.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის დადგენილება „კომპიუტერული უზრუნველყოფის დროებითი სამსახურის შექმნის შესახებ“, №2, 07.06.2016, სარეგისტრაციო კოდი 010220020.34.059.016022 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.06.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3300963/