აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №33 |
|
2014 წლის 15 ოქტომბერი ქ. ბათუმი |
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრი); ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი; ლ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება. |
მუხლი 2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; გ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება. |
მუხლი 3.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; გ) მედიასა ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ІІІ თავი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება. |
მუხლი 4.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგინდეს შემდეგი: |
1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) ერთი უცხო ენის (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული) ცოდნა; გ) შრომითი საქმიანობის არანაკლებ ერთი წლის გამოცდილება. 2. დამატებითი საკონკურსო თემატიკა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ზ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება. |