აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №9 |
|
2015 წლის 30 აპრილი ქ. ბათუმი |
1.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისთვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა, თანახმად დანართისა. |
2.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება (ბაკალავრი); ბ) საიდუმლო საქმისწარმოების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია). |
2.
დამატებითი საკონკურსო თემატიკა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია; გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ე) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონი; ვ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულება; ზ) „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 22 აპრილის №305 დადგენილება; თ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი; ი) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2008 წლის 26 აგვისტოს №33 დადგენილება; კ) „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის №42 დადგენილება.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 23.03.2016.
- როდის იქნა მიღებული „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“?
- „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.04.2015. მიმღები ორგანო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.32.057.016200.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 23.03.2016-დან.
- სად არის „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.03.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის საქმისწარმოების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტისათვის (საიდუმლო საქმისწარმოების საკითხებში) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების შესახებ“, №9, 30.04.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.32.057.016200 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.03.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2829760/