📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 02.12.2013
ძალის დაკარგვა 16.06.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-41/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.035.016224
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/12/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,310 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.12.2013 მიღება
16.06.2015 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (1)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-41/ნ 2013 წლის 2 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ცენტრალურ აპარატში საჯარო მოხელედ მიღებასთან დაკავშირებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის  საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“. 2. ამ ბრძანების მიზნებისათვის, უმაღლესი განათლება მოიცავს მაგისტრის, მაგისტრთან გათანაბრებულ ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს. 3. ამ ბრძანების მიზნებისათვის,  საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ნიშნავს სამუშაო გამოცდილებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად. 4. ამ ბრძანების მიზნებისათვის, საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება მოიცავს სამუშაო გამოცდილებას საჯარო სამსახურში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში და სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში, მათ შორის, საერთაშორისო არასასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის №60/ნ ბრძანება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“. 6. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.      საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის დეპარტამენტის უფროსების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ცენტრალურ აპარატში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც: ა) არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე  21 წლის ასაკიდან; ბ) სრულყოფილად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას; გ)  გააჩნია სათანადო ცოდნა და გამოცდილება; დ) აკმაყოფილებს შემდეგ ძირეულ კომპეტენციებს: დ.ა) კომუნიკაბელურობა; დ.ბ) საზოგადოებასთან მუშაობის უნარი; დ.გ) ლიდერობა; დ.დ) მიზანმიმართულობა. მუხლი 2🔗. სამინისტროში დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე დასანიშნ პირს მოეთხოვება შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილება.  მუხლი 3🔗. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნი პირისთვის სამინისტრო ადგენს შემდეგ დამატებით მოთხოვნებს: 1. სამინისტროს აპარატი (დეპარტამენტი) 1.1. აპარატის (დეპარტამენტის) უფროსი: (კოდი 1001) ა) უმაღლესი განათლება, სამედიცინო ან საერთაშორისო ურთიერთობების განხრით; ბ) საჯარო სექტორში არანაკლებ 8 წლის სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე. უპირატესობა ენიჭება საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ევროინტეგრაციის მიმართულებით სამუშაო გამოცდილებას; გ) ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის,   „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების ცოდნა. საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების თაობაზე ინფორმაციის ფლობა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 2. იურიდიული დეპარტამენტი 2.1  დეპარტამენტის უფროსი: (კოდი2001) ა) უმაღლესი იურიდიული განათლება; ბ) არანაკლებ 8 წლის სამუშაო გამოცდილება იურისპრუდენციაში, აქედან არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე.  უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას; გ) საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის,  ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 3. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტი 3.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 3001) ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) არანაკლებ 8 წლის  სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში, აქედან  არანაკლებ 2 წელი საგანგებო სიტუაციების/კრიზისების მართვის კუთხით ხელმძღვანელ თანამდებობაზე.  საგანგებო სიტუაციების/კრიზისების  მინიმუმ ერთი შემთხვევის მართვის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას და საგანგებო სიტუაციების/კრიზისების მართვის კუთხით საერთაშორისო სწავლებებში მონაწილეობას;   გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებისაგან მოსახლეობისა და ტერიტორიის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,   „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებზე ეროვნული რეაგირების გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 26 აგვისტოს  №415 ბრძანებულების, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული  ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 4. შიდა აუდიტის დეპარტამენტი 4.1 დეპარტამენტის უფროსი : (კოდი 4001) ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება, ან უმაღლესი განათლება საბუღალტრო აღრიცხვის ან ფინანსების სპეციალობით; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 8 წლის, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის და აუდიტორის (კონტროლიორი, ინსპექტორი) სპეციალობით ჯანმრთელობის ან სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით განხორციელებული პროექტების არანაკლებ 7 აუდიტორულ შემოწმებაში (რევიზია/თემატური შემოწმება) მონაწილეობის, აქედან, არანაკლებ 4 აუდიტის (რევიზია/თემატური შემოწმება) ჯგუფის ხელმძღვანელობის გამოცდილება, უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას; გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „შიდა აუდიტორთა სახელმძღვანელო პრინციპების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1013 განკარგულების,  „შიდა აუდიტის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1014  განკარგულების,  „შიდა აუდიტის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულების,  „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტი დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 5001) ა) უმაღლესი განათლება სამედიცინო, ეკონომიკურ  ან ბიზნესის მართვის განხრით;      ბ) საჯარო სექტორში ორგანიზაციის ადმინისტრირებაში მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქედან არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე; გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი), „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის,    „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქმისწარმოების ერთიანი წესების” დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულების, „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის  №9 ბრძანების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა. 6. მასმედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი 6.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 6001)  ა) უმაღლესი განათლება ჰუმანიტარული მეცნიერებებში. ბ) არანაკლებ 8 წლის სამუშაო გამოცდილება ჟურნალისტის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალობით. ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას;   გ) საქართველოს შრომის კოდექსის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილების, „სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბერის  N218 დადგენილების, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვალის №36  დადგენილების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Power Point, Publisher) და Internet-ის კარგ დონეზე  ცოდნა. 7. ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტი 7.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 7001) ა) უმაღლესი განათლება სამედიცინო ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის განხრით ბ) არანაკლებ 8 წლის სამუშაო გამოცდილება ჯანდაცვის სფეროში, აქედან არანაკლებ  2 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზე. უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას; გ) „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (ზოგადი საფუძვლები), ,,სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის  2010 წლის 17 დეკემბრის №385  დადგენილების, ,,მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის N359  დადგენილების, ,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში 0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის ბავშვების, 60 წლის და ზემოთ ასაკის ქალების და 65 წლის და ზემოთ ასაკის მამაკაცების (საპენსიო ასაკის მოსახლეობა), სტუდენტების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მაისი №165 დადგენილების, ,,სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით გასატარებელი ღონისძიებებისა და სადაზღვევო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის N218 დადგენილების, ,,რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331 დადგენილების, ,,საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების, ,,2013 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 ოქტომბრის №279 დადგენილების, ,,საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის შეფასების წარმოების წესის”, ,,საქართველოში ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშის წარმოების წესისა” და ,,საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების წარმოების წესის” დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 აგვისტოს N229 დადგენილების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა; 8. ეკონომიკური დეპარტამენტი 8.1  დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 8001) ა) უმაღლესი ეკონომიკური განათლება; ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება (მათ შორის, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება); გ) ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის, ,,პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის N385 ბრძანების, „სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის N637 ბრძანების, ,,სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 31 დეკემბრის N547 ბრძანების, „საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 25 აგვისტოს №672 ბრძანების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის (ebudget.ge) კარგ დონეზე ცოდნა. 9. შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი 9.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 9001) ა) უმაღლესი განათლება იურიდიულ, ეკონომიკურ ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით; ბ) არანაკლებ 8 წლის სამუშაო გამოცდილება, აქედან არანაკლებ 2 წლის გამოცდილება ხელმძღვანელ თანამდებობაზე. უპირატესობა ენიჭება საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილებას; გ) „საქართველოს შრომის კოდექსის“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (III თავი),  „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის,  „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 დეკემბრის №887 ბრძანებულების, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის N171 ბრძანებულების, „მოქალაქეთა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 1 მაისის №170 ბრძანებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა; 10. ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი 10.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 10001) ა) უმაღლესი განათლება ტექნიკურ მეცნიერებებში(Microsoft Biztalk Server-ის დეველოპინგისა და ინტეგრაციის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ვირტუალიზაციის პროგრამული პაკეტის (VMware) დანერგვისა და მართვის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი; ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ბიბლიოთეკის (ITIL) ზოგადი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი; ცენტრალიზებული ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების ელექტრონული სისტემის დოკუმენტების მართვის კომპონენტის (Documentum) ადმინისტრირების ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი); ბ)  ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და ხელმძღვანელ თანამდებობაზე არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.  უპირატესობა ენიჭება საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილებას და ელექტრონული მთავრობის ორგანიზების, ინფრასტრუქტურისა და ინფორმაციული ნაკადების განსაზღვრისათვის საჭირო გამოცდილებას;   გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის, „ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 11 მარტის №157 ბრძანებულების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) პროფესიონალურ დონეზე  ცოდნა. 11. სოციალური დაცვის დეპარტამენტი 11.1 დეპარტამენტის უფროსი: (კოდი 1101) ა) უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან სოციალური მეცნიერების განხრით; ბ)  არანაკლებ 8 წლის სამუშაო გამოცდილება სოციალური დაცვის სფეროში.  საჯარო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება. გ) გაეროს  ბავშვის უფლებათა  კონვენციის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის, ევროპის სოციალური ქარტიის (შესწორებული), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (მეურვეობის, მზრუნველობის და შვილად აყვანის საკითხები), „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის, „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილების, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის  №145 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილების, ,,სპეციალიზებულ დაწესებულებაში პირის მოთავსების დაფინანსების (თანადაფინანსების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 იანვრის №22 დადგენილების, ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის  №74 დადგენილების ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word, Excel, Power Point, Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე  ცოდნა.