,,საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №887
2009 წლის 1 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მოქალაქეთა მიერ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის მიზნით შესაბამისი სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებების ნუსხის დამტკიცების შესახებ
1. „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ნუსხა იმ სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებებისა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ. სააკაშვილი
ნუსხა იმ სამსახურებისა და არასამხედრო-შრომითი ფორმირებებისა, რომლებშიც საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს
„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ვადებში საქართველოს მოქალაქეები გაივლიან არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ დაწესებულებებში, რომლებიც ახორციელებენ სატრანსპორტო მომსახურებას, კერძოდ, M3 კატეგორიის ავტობუსით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელ საწარმოში უბილეთო მგზავრობის მაკონტროლებელი უფლებამოსილი თანამშრომლის დამხმარედ;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ დაწესებულებებში, რომლებიც კანონმდებლობით მიკუთვნებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭიროებენ საკურიერო მომსახურებას – კურიერად;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში არსებულ ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ უფლებამოსილ დაწესებულებებში, რომლებიც ელექტრონული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში ახორციელებენ მომსახურებას – პროგრამისტად, ტექნიკურ მუშაკად და სხვა.