თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება- შპს "გუდვილი" კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე№2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
2013 წ ლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – მოვალე შპს ,,გუდვილი’’
(საიდენტიფიკაციო ნომერი 206343991)
წარმომადგენელი – გიორგი შევარდნაძე (დირექტორი)
მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენლები – ვასილ ხაჭაპურიძე, ნათია სახოკია, თამაზ კიკიანი
მოთხოვნა – კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და
გამოარკვია:
2013 წლის 20 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა მოვალე შპს ,,გუდვილის’’ დირექტორმა გიორგი შევარდნაძემ და მოითხოვა შპს ,,გუდვილის’’ მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,გუდვილს’’ არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორების ვადამოსული მოთხოვნები, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით შპს ,,გუდვილის’’ განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში, დაინიშნა კრედიტორთა პირველი კრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 ნოემბრის განჩინებით კრედიტორთა კრება მოწვეულ იქნა 2013 წლის 29 ნოემბერს , 11:00 საათზე – შემდეგი დღის წესრიგით: 1.1. მომრიგებელი საბჭოს წევრების დანიშვნის შესახებ; 1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2013 წლის 29 ნოემბერს კრედიტორთა კრებაზე არჩეულ იქნა მომრიგებელი საბჭოს ორი წევრი, ხოლო მესამე წევრის არჩევა არ მოხდა, რადგან კრებამ ვერ მიიღო გადაწყვეტილება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეათე ნაწილის თანახმად, თუ კრედიტორთა კრება არ შედგა, ან კრება გადაწყვეტილებაუუნაროა, ან მან ვერ მიიღო გადაწყვეტილება, 7 დღის ვადაში იმავე დღის წესრიგით მოიწვევა მეორე კრება, რომელიც გადაწყვეტილებაუნარიანი იქნება მასზე წარმოდგენილ ხმათა რაოდენობის მიუხედავად. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწვეული იქნეს მეორე კრება იმავე დღის წესრიგით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა მეორე კრება მოწვეული იქნეს 2013 წლის 5 დეკემბერს , 10:30 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 , შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. მომრიგებელი საბჭოს მესამე წევრის დანიშვნის შესახებ;
1.2. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა;
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონმდებლო მაცნეში’’,სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე, www. Tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში, კერძო საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი