„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№543
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 21/08/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობ ი ს

განკარგულება№543

2008 წლის 21 აგვისტო

ქ. თბილისი

„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კო­დექსის 63-ე მუხლის შესაბამისად „საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ღონისძიებე­ბის დაფინანსების შესახებ“საქარ­თველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 გან­კარ­გულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ~.

2. პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„2008 წლის 9 აგვისტოს საქართველოში გამოცხადებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული სახელმწიფოებ­რი­ვი და საზოგადოებრივი საჭი­როების ღონისძიებათა განხორ­ციელების მიზნით:“.

3. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესა­ბამისად საომარი მდგომარეობის დროს დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანი­ტა­რული დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საქონლის, მომსახურე­ბისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირ­თან მოლაპარაკების საშუალებით. დაზარალებულ, მათ შო­რის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესყი­დუ­ლი საქონლისა და მომსახურების გადაცემა განხორციელდეს გამარტივებული წესით, კერძოდ, თუ შეუძლებელია ჰუმანი­ტა­რულ დახმარებაზე და შესყიდულ საქონელსა და მომსა­ხურე­ბაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზაციები (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) გააფორმებენ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტს.“.

მუხლი 2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვის­ტოდან.

პრემიერ-მინისტრი                              ვ. გურგენიძე