„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობ ი ს
განკარგულება№568
2008 წლის 8 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს № 529 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1 . საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება „საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2008 წლის 9 აგვისტოს №529 განკარგულებაში და პირველი და მეორე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1.„საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად „საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (ნ. გილაური) გამოეყოს 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს (თ. მარტიაშვილი) 2 000 000 (ორი მილიონი) ლარი.
2. დაზარალებულ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ჰუმანიტარული დახმარების სწრაფად და ეფექტიანად გაწევის მიზნით, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად საბიუჯეტო ორგანიზაციებმა საომარი მდგომარეობის დროს საქონლის, მომსახურებისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა განახორციელონ ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ქვეპუნქტის შესაბამისად. დაზარალებულ, მათ შორის, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შესყიდული საქონლისა და მომსახურების გადაცემა, აგრეთვე რეზერვისტთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად საქონლისა და მომსახურების გადაცემა განხორციელდეს გამარტივებული წესით, კერძოდ, თუ შეუძლებელია ჰუმანიტარულ დახმარებაზე, შესყიდულ საქონელსა და მომსახურებაზე მიმღებ პირებთან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება, საბიუჯეტო ორგანიზაციები (ხელმძღვანელი ან შესაბამისად უფლებამოსილი პირი) გააფორმებენ გადაცემული საქონლისა და მომსახურების ჩამოწერის აქტს.“
მუხლი 2. განკარგულება ძალაშია 2008 წლის 9 აგვისტოდან.
პრემიერ-მინისტრი ვ. გურგენიძე