„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№420
სარეგისტრაციო კოდი
280120000.10.003.024253
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/10/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №420

2023 წლის 23 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში (სსმ III, №101, 01/08/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, მინდობით აღზრდის ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების წესის“ მე-5 მუხლის 43 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 44 პუნქტი:

„44. ამ წესის მიზნებისათვის, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოთვლისას არ გაითვალისწინება ის პერიოდი, როდესაც ოჯახის 18 წლამდე ასაკის წევრის ან/და მისი თანმხლები ოჯახის წევრის საზღვარგარეთ ყოფნა უკავშირდება აღნიშნული 18 წლამდე ასაკის პირის ონკოლოგიური დიაგნოზის გამო უცხოეთში მკურნალობას და მკურნალობის ხარჯი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამ პუნქტით გათვალისწინებული საგამონაკლისო პერიოდის განსაზღვრა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მართვაში არსებული ა(ა)იპ – საქართველოს სოლიდარობის ფონდის მიერ მოწოდებული წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე (მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თარიღები) შეთანხმებული ფორმატით. მკურნალობის დაწყებისა და დასრულების თვე, თარიღების მიუხედავად, არ გაითვალისწინება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ზედიზედ სამ თვეზე მეტი ვადით პერიოდის გამოანგარიშებისას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2023 წლის 1 სექტემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2023.
როდის იქნა მიღებული „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 23.10.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №420. სარეგისტრაციო კოდი — 280120000.10.003.024253.
რამდენი მუხლისგან შედგება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №420, 23.10.2023, სარეგისტრაციო კოდი 280120000.10.003.024253 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5948083/