„აბონენტების მიერ მაღალმთიან დასახლებაში მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური საფასურის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 აგვისტოს №418 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №96 |
|
2019 წლის 19 თებერვალი ქ. თბილისი |
„მუხლი 1. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტომ უზრუნველყოს:
ა) ფიზიკური პირების „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ აბონენტებად განსაზღვრა შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატ(ებ)ის მიერ მიწოდებული, საკუთარი აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) პირადი ნომრების, გვარებისა და აბონენტის ნომრების, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებად მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ყოველი თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით არსებულ მონაცემებთან − პირად ნომრებსა და გვარებთან შედარების საფუძველზე;
ბ) ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული ყველა აბონენტის (მიუხედავად ერთი ფიზიკური პირის აბონენტად რეგისტრაციის რაოდენობისა) მიერ ყოველთვიურად (30 კალენდარული დღე) მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების 50%-ის ოდენობით ანაზღაურება, შესაბამისი პერიოდის ფაქტობრივი მოხმარების ოდენობიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტით მისადაგებული სამომხმარებლო ტარიფით გაანგარიშებული ღირებულების მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ერთ აბონენტზე თვეში 100 კვტ. სთ ელექტროენერგიის საფასურისა. ანაზღაურება განხორციელდეს შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ წარდგენილი ანგარიშის საფუძველზე.
მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ უზრუნველყოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრზე წვდომა.
მუხლი 3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და ფინანსთა სამინისტროებმა უზრუნველყონ შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისას ამ დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესასრულებლად საჭირო სახსრების გათვალისწინება.
მუხლი 4. ამ დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ეთხოვოს/ეთხოვოთ შესაბამისი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატ(ებ)ს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის №671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებებში არსებული აბონენტების (საყოფაცხოვრებო მომხმარებლების) შესახებ ინფორმაციის (პირადი ნომრები, გვარები და აბონენტის ნომრები) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა.
მუხლი 41. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს დადგენილების პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ანგარიშის (ასანაზღაურებელი თანხა) და მე-4 მუხლით წარდგენილი მონაცემების სისწორის შემოწმება და/ან რაიმე სახის კორექტირება.“.
|