„საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№253
სარეგისტრაციო კოდი
360090000.10.003.021270
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/06/2019
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №253

2019 წლის 29 მაისი

ქ. თბილისი

 

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, აეროპორტებში, ნავსადგურებსა და საზღვაო სივრცეში ბირთვულ და რადიოაქტიურ ნივთიერებათა აღმოჩენისას განგაშზე ერთობლივი მოქმედების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 დეკემბრის №397 დადგენილებაში (სსმ, №172, 31/12/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. დროებით სადგომზე განთავსებული სატრანსპორტო საშუალება/საქონელი შემოსაზღვრული უნდა იქნეს სპეციალური დამცავი ბარიერით ან ლენტით, საზღვრები მარკირებული უნდა იყოს რადიოაქტიურობის გამაფრთხილებელი ნიშნებით და იმყოფებოდეს დაცვის ქვეშ. ზონა უნდა იყოს შემოფარგლული იმგვარად, რომ მის გარეთ რადიაციული ფონი არ აღემატებოდეს ბუნებრივ რადიაციულ ფონს და, შეძლებისდაგვარად, განთავსებული უნდა იქნეს აქტიური სამოქმედო ტერიტორიიდან მოშორებით. საჭიროების შემთხვევაში, შემმოწმებელი ჯგუფი უფლებამოსილია, მოითხოვოს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების განთავსება ნებისმიერ ახლომდებარე ტერიტორიაზე ან საწყობში, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასთან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით.

12. განგაშის დადასტურების შესახებ ინფორმაციას ცგს-ის ოპერატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამის დანაყოფსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს,  სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/პირებს (სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს).“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ - მინისტრიმამუკა ბახტაძე