„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №452 |
|
2016 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ფ.ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ.ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების და კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ გამოსაყენებელ/გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებათა ოპერატიული სახელმწიფო სანომრე ნიშნების გაცემისა და გამოყენების წესს;“;
ბ) „ფ.ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ.პ“ ქვეპუნქტი:
„ფ.პ) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სტანდარტულ საოპერაციო პროცედურებს;“.
2. მე-7 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრი (დეპარტამენტი);“.
3. მე-10 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:
„ლ1) ერთობლივი ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ძირითადი ამოცანებია: ვიდეოანალიტიკური პროგრამების გამოყენებით, 24-საათიანი უწყვეტი ვიდეომეთვალყურეობის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით და ვიდეომეთვალყურეობის ერთიანი სისტემის მუდმივი განვითარება; სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაერთიანება, განვითარება და მართვა; მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის სწრაფი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პრევენციის განმახორციელებელი და ინციდენტზე მორეაგირე პოლიციელების ანალიტიკური მხარდაჭერის მიზნით; საპოლიციო ძალების ტაქტიკური განლაგების მუდმივი მონიტორინგის, საპოლიციო დანაყოფების ყოველდღიური საქმიანობის ოპერაციული ანალიზისა და ერთობლივი ოპერაციების ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა; კრიზისულ სიტუაციებში, ასევე მასშტაბური ღონისძიებების დროს, სამინისტროს დანაყოფების ერთიანი მართვის უზრუნველყოფა; სამინისტროს სისტემაში მაღალი ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.09.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 29.09.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №452. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019513.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.09.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №452, 29.09.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019513 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.09.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3404342/