„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №156 |
|
2019 წლის 25 მარტი ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლის „კ“ და „კ1“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა, უკანონო მიგრაციის პრევენცია, აღკვეთა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
კ1) საერთაშორისო დაცვის უფლების განხორციელება;“.
2. მე-10 მუხლის „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ყ) მიგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: კომპეტენციის ფარგლებში, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხოელთა აღმოჩენა და იდენტიფიცირება; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, უცხოელთა საქართველოდან გაძევების პროცედურების განხორციელება; უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ საქართველოს მიერ გაფორმებული შეთანხმებების განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან ან საერთაშორისო დაცვის შეწყვეტასთან/გაუქმებასთან/ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; კომპეტენციის ფარგლებში, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ანალიზი, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, შესაბამისი წინადადებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ უცხოელთათვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე მიმღებ და დროებითი განთავსების ცენტრებში მყოფი უცხოელების კანონიერი უფლებების რეალიზაციის მონიტორინგი; მიმღები და დროებითი განთავსების ცენტრების მართვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება; საჭიროების შემთხვევაში, თავშესაფრის მაძიებლის მიმღებ ცენტრში განთავსების უზრუნველყოფა; უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრებიდან ან დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ტრანსპორტირების/გადაყვანის უზრუნველყოფა; საქართველოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, გადამყვან სატრანსპორტო კომპანიებთან, უცხო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა/ორგანიზაციებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ასევე საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში მონაწილეობის მიღება; „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება;“.
|