„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №377 |
|
2016 წლის 2 აგვისტო ქ. თბილისი |
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) კომერციული ატაშეების სამმართველო.“.
2. მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:
„დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს კომერციულ ატაშეებს;“.
3. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „წ“ ქვეპუნქტი:
„წ) კომერციული ატაშეების სამმართველო - უცხოურ ბაზრებზე ეროვნული პროდუქციის სავაჭრო პოტენციალის განვითარება - არსებულ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობის ზრდა და ახალი ბაზრების მოძიება; უცხოური პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვა და აღნიშნულ კომპონენტში სისტემური თანამშრომლობა საქართველოში არსებულ შესაბამის უწყებებთან; უცხოეთში ახალი ტექნოლოგიების მოძიება და გაზიარება საქართველოში არსებულ ბიზნეს სექტორთან; თანამშრომლობა უცხოეთში არსებულ სამეცნიერო ტექნოლოგიური კვლევების ინსტიტუტებთან; კომპეტენციის ფარგლებში, ქართული ტურისტული პოტენციალის პროპაგანდაში მონაწილეობა და მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოში არსებულ შესაბამის კერძო და სახელმწიფო უწყებებთან; ექსპორტიორების და ზოგადად, ქართული ბიზნეს ინტერესების უცხოურ ბაზარზე დაცვა; ექსპორტსა და ინვესტიციებთან დაკავშირებით, მონაცემთა ბაზების შეგროვება და ანალიზი; უცხოური ბაზრის მოკვლევისა და საქართველოს საინვესტიციო ინტერესებიდან გამომდინარე, პოტენციური ინვესტორების და პროექტების იდენტიფიცირება; უცხოეთში არსებულ კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციებთან თემატური პრეზენტაციების გამართვა; თემატურ კონფერენციებში მონაწილეობა; ბიზნეს ბრიფინგების ორგანიზება; სამთავრობათაშორისო კომუნიკაციის ორგანიზება; პოტენციურ კლიენტებსა და პარტნიორებზე ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფა საქართველოსა და სხვა ქვეყნის კომპანიებს შორის; პოტენციურ პარტნიორებს შორის - ბიზნეს წარმომადგენლებს, სახელმწიფო წარმომადგენლებს და კვლევით ორგანიზაციებს შორის - ერთობლივი სამუშაო პლატფორმის შექმნა; ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გამართულ ფორუმებში შესაბამისი სამინისტროს ჩართულობის ორგანიზება; კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მიერ მარკეტინგული ღონისძიებების ერთობლივი, კოორდინირებული დაგეგმვა; საკონსულოს შენობის ან სხვა ბიზნეს ფართის გამოყენება ფორუმების, სამუშაო ჯგუფების შეხვედრების უზრუნველსაყოფად; ორგანიზაციული საკითხების მოგვარება ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 02.08.2016.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.08.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №377. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.019442.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.08.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №377, 02.08.2016, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.019442 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.08.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3359798/