ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№509
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №509

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „ეროვნული ბანკის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების  შეტანის თაობაზე”, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკრედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების  შეტანის თაობაზე”, „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის  შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების  შეტანის თაობაზე”, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების  შეტანის შესახებ”, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე”, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

 

პრემიერ-მინისტრი                  ნიკა გილაური