ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრების მ. ზოდელავას, პ. კუბლაშვილის და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№512
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 14/07/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №512

2009 წლის 14 ივლისი

ქ. თბილისი

ი. ღვალაძის საქართველოს პარლამენტის წევრების  მ. ზოდელავას, პ. კუბლაშვილის და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილ კანონპროექტებზე თანამომხსენებლად დანიშვნის შესახებ

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის” 156-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის წევრე­ბის მ. ზოდელავას, პ. კუბლაშვილის და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინი­ცია­ტივით მომზადებულ კანონპროექ­ტებზე „საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლე­ბებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, „სახელ­მწი­ფო რე­ეს­ტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილე­ბების შეტა­ნის თაობაზე”, „საქართველოს სამოქალაქო კოდექ­სში ცვლი­ლებების შეტანის შესახებ”, „საქართველოს საგადა­სა­ხადო კო­დექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „საგადასა­ხადო დავა­ლიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტუ­რიზაციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტა­ნის შესა­ხებ”, „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების – საკ­რედიტო კავშირების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლებების შეტანის შესახებ”, „ელექტრონული კომუნიკა­ციე­ბის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტა­ნის შესა­ხებ”, „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლი­ლების შეტანის შესახებ”, „გარემოზე ზემოქმედების ნე­ბარ­თვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესა­ხებ”, „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილე­ბების შეტანის შესახებ”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შე­სა­ხებ” სა­ქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების და ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შე­ტა­ნის შესახებ”, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სა­სოფ­ლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურ­ნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებუ­ლებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” საქარ­თველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ” საქართვე­ლოს პარლამენტის სა­­კო­­მიტეტო და პლე­ნა­რულ სხდომებზე თანა­მომხსე­ნებლად დაინიშ­ნოს საქარ­თვე­ლოს ფინანსთა მინის­ტრის მოადგილე ირაკლი ღვალაძე.

 

პრემიერ-მინისტრი         ნიკა გილაური